ნაბიჯ-ნაბიჯ: საფუძველს ვუყრით თქვენი შვილის მომავალს

მიუხედავად იმისა, შოკირებული ხართ თუ უსაზღვროდ  ბედნიერი თქვენი ორსულობის გამო (ან თუნდაც ერთსაც განიცდით და მეორესაც), ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ ყოველ ეტაპზე.  დაწყებული  აქტუალური,  სანდო ინფორმაციიდან იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება  კორონავირუსის პანდემიამ იმოქმედოს  ორსულობაზე,  ბავშვის განვითარების შესახებ მომხიბლავი ფაქტების  აღმოჩენამდე. ჩვენ მზად ვართ გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ,  შეინარჩუნოთ ჯანსაღი ორსულობა და უზრუნველყოთ  თქვენი  პატარა  საუკეთესო პირობებით მისი ცხოვრების დასაწყისში.

გილოცავთ! თქვენ ორსულად ხართ

ამ მღელვარებით სავსე ტრიმესტრში თქვენი ბავშვი გაიზრდება   8 მმ-დან  6 სმ-მდე. იმ დროს,  როცა მისი შინაგანი ორგანოები ვითარდება და სახის ნაკვთები იწყებენ   გამოკვეთას, თქვენს ორგანიზმში იწყება  «ორსულობის ჰორმონების»  დონის  ზრდა,  რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა დილაობით. თუ ამ პერიოდში მადა არ გაქვთ, გირჩევთ აირჩიოთ ფოლიუმის მჟავათი მდიდარი საკვები, როგორიცაა მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული და ავოკადო, რომლებიც, როგორც ცნობილია, ამცირებენ  ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკს ორსულობის ადრეულ ეტაპებზე.

 მხარს ვუჭერთ მომავალი ბავშვის ზრდას და განვითარებას

დროა გააზიაროთ  სასიხარულო სიახლე და ისიამოვნოთ ორსულობით. თანდათან გაივლის დილის გულისრევა, თქვენ დაიწყებთ "ნათებას" და წონაში მატებას, რადგან თქვენი სხეული ემზადება ბავშვის გაჩენისთვის.  მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ბავშვი გაიზრდება 8-დან 34 სმ-მდე და დაეუფლება  ახალ უნარებს - მუცელში დარტყმას, ისწავლის ყლაპვას და მიმიკურ  მოძრაობებს - გრიმასს და ღიმილს. მეორე ტრიმესტრი არის პერიოდი, როდესაც  რაციონში  უნდა ჩართოთ  რკინითა და ომეგა -3-ით მდიდარი საკვები, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი შვილის  ტვინის და მხედველობის განვითარებას.

ვიწყებთ ფინალურ ათვლას

აი, დადგა ორსულობის ბოლო 14 კვირა.  სანამ  თქვენ ემზადებით  ბავშვის დაბადებისთვის,  ის იმატებს წონაში, ძლიერდება და იძლიერებს  იმუნიტეტს,  ამ ტრიმესტრში ბავშვი იძინებს დროის 80%-ს (მართალია, თქვენ  არ გექნებათ იგივე შესაძლებლობა),  გაიზრდება 36-დან 51 სმ-მდე და მოიმატებს დაახლოებით 3 კილოგრამამდე.  ამ პერიოდში რაციონი ორივესთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს.  ამასთან მნიშვნელოვანია,  გახსოვდეთ:  სანამ ბავშვი დაკავებულია კანქვეშა ცხიმის მომატებით, თქვენ უნდა დაეხმაროთ მას ამაში და მიიღოთ დამატებით 200 კალორია დღეში.

careline icon circle

შემოუერთდი ათასობით მომავალ დედას და ახალბედა მშობელს

მიიღეთ ექსპერტთა უფასო რჩევები, ინდივიდუალური ელექტრონული წერილები, შეთავაზებები, პრაქტიკული სახელმძღვანელოები, შეხსენებები და მრავალი სხვა.

სხვა სტატიები თემაზე «ორსულობა»

საუკეთესო სტატიები ორსულობის შესახებ

დაგვიკავშირდით

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და დასვათ შეკითხვები ჩვენს სოციალურ მედიაში.

Facebook

ელფოსტა

x