კითხვის დრო: 2 წუთი
რომელია ყველაზე ხელსაყრელი დრო ჩასახვისთვის?
თუ გსურთ გაიგოთ საუკეთესო დრო ჩასახვისთვის, მნიშვნელოვანია, იცოდეთ თქვენი მენსტრუალური ციკლი და დღეები, როდის შეიძლება გქონდეთ ოვულაცია.
ოვულაცია ჩვეულებრივ ხდება მენსტრუაციის დაწყებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე1 და ორსულობის ალბათობა გაიზრდება, თუ გექნებათ ჩასახვის ხშირი მცდელობა ოვულაციამდე რამდენიმე დღით ადრე.
ოვულაციის კალკულატორი დაგეხმარებათ, განსაზღვროთ თქვენი ფერტილობის საუკეთესო დღეები.
ოვულციის კალკულატორი
როდის დაიწყო თქვენი ბოლო ციკლი?
როგორია თქვენი ციკლის ხანგრძლივობა?
დღეები
ჩვენი კალკულატორი მოგცემთ მიახლოებით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გქონდეთ ოვულაცია. უფრო ზუსტი მონაცემების მისაღებად ყურადღება მიაქციეთ ოვულაციის საერთო ნიშნებს, იმას, როგორ დაგეხმარებათ ბაზალური ტემპერატურის გაზომვა და როგორ მუშაობს ოვულაციის ტესტის ნაკრები.
თქვენი მენსტრუალური ციკლის გაგება
საშუალოდ, მენსტრუალური ციკლი გრძელდება 28 დღე. თქვენი ციკლის პირველი დღე - მენსტრუაციის პირველი დღეა.
ციკლის შუაში (ჩვეულებრივ, მე-13 და მე-15 დღეებს შორის), საკვერცხეებიდან გამოიყოფა კვერცხუჯრედი, რომელიც შემდეგ ფალოპის მილების გავლით მიემართება საშვილოსნომდე. ამ პერიოდს ოვულაცია ეწოდება. თქვენი საკვერცხეები ასევე გამოყოფს ჰორმონ ესტროგენს, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გასქელებას კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის მომზადებისას.
კვერცხუჯრედი ცოცხლობს გამოყოფიდან 12-დან 24 საათამდე. ორსულობა რომ დადგეს, მისი განაყოფიერება სპერმატოზოიდით უნდა მოხდეს დროის ამ შუალედში. სპერმატოზოიდი შეიძლება დარჩეს სიცოცხლისუნარიანი თქვენს სხეულში 7 დღის განმავლობაში.
თუ კვერცხუჯრედი განაყოფიერდება ფალოპის მილში გავლისას, ის შემდეგ მიემაგრება თქვენი საშვილოსნოს ლორწოვან გარსს, სადაც გაიზრდება და ჯერ გახდება ემბრიონი, შემდეგ - ბავშვი.
თუ კვერცხუჯრედის განაყოფიერება არ მოხდა, ის ნადგურდება. ესტროგენის დონე იწყებს ვარდნას, რაც თავის მხრივ, იწვევს საშვილოსნოს გასქელებული ლორწოვანი გარსის ჩამოფცქვნას. შემდეგ კვერცხუჯრედი ტოვებს თქვენს სხეულს მენსტრუაციის დროს.
უფასო ონლაინ ინსტრუმენტები
Nutriciaclub-ის პრაქტიკული ინსტრუმენტები
ოვულაციის ზოგადი ნიშნები
ოვულაციის მოახლოებასთან ერთად, შეიძლება შეამჩნიოთ გარკვეული ფიზიკური ცვლილებები:
- ლორწოს რაოდენობის მატება საშოში, ასევე, მისი კონსისტენციის ცვლილება, რის გამოც ის შეიძლება კვერცხის ცილას ჰგავდეს..
- ტემპერატურის უმნიშვნელო მატება
- ტკივილი მუცლის არეში
- მკერდის მგრძნობელობის გაზრდა
- სისხლიანი გამონადენი საშოდან
- მუცლის შებერილობის შეგრძნება
ოვულაციის თარიღის გამოთვლა არარეგულარული მენსტრუაციის დროს
არარეგულარული მენსტრუაცია ძალიან ართულებს იმის პროგნოზირებას, თუ როდის მოხდება ოვულაცია. თუ ვერ გამოთვალეთ საუკეთესო დრო ჩასახვის მცდელობისთვის, რეკომენდებულია სქესობრივი კავშირი ყოველ 2-3 დღეში ციკლის განმავლობაში.
ოვულაციის განსაზღვრის სამეცნიერო მეთოდები
ბაზალური ტემპერატურის დაფიქსირება
Nutricia-ს ბაზაზე
ოვულაციამდე სხეულის ტემპერატურა ოდნავ ეცემა, ხოლო ოვულაციის შემდეგ იზრდება დაახლოებით 0,2 °C-ით 2. სხეულის ბაზალური ტემპერატურის (დასვენების დროს სხეულის ტემპერატურის) გაზომვა სპეციალური ბაზალური თერმომეტრით (ხელმისაწვდომია დიდ აფთიაქებში ან სუპერმარკეტებში) ყოველ დილით, სანამ ადგებით (ან თუნდაც ისაუბროთ) და რეგისტრაცია, დაგეხმარებათ, ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ფერტილობის საუკეთესო პერიოდები. რამდენიმე დღე ტემპერატურის მატებამდე მიუთითებს ოვულაციის დროზე.
როგორ მუშაობს ტესტები ოვულაციაზე?
ტესტები ოვულაციაზე— კიდევ ერთი მეთოდი იმის გასაგებად, რომელ დღეებში ხდება ოვულაცია. მათი შედეგები ეფუძნება მალუთეინიზებელი ჰორმონის (LH) მატების განსაზღვრაზე, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შარდში უშუალოდ ოვულაციის წინ 3. ასეთი ტესტების შეძენა შეგიძლიათ დიდ აფთიაქებში ან სუპერმარკეტებში.
1. NHS. (2014). How can I tell when I’m ovulating? Available from: https://www.nhs.uk/chq/Pages/982.aspx?CategoryID=50[Accessed July 2015]
2. Fertility Education & Training. (2011). Charting your fertility cycle. http://www.fertilityet.org.uk/pdfs/Charting-Your-Fertility-Cycle.pdf[Accessed July 2015]
3. Patient. (2015). Natural family planning. http://patient.info/health/natural-family-planning [Accessed July 2015]
ბოლო განახლება: 23 სექტემბერი, 2019 წ.