განაცხადი კონფიდენციალურობის შესახებ
შესავალი
ჩვენ ვიცით, რომ თქვენთვის საინტერესოა, როგორ გამოიყენება თქვენი პერსონალური მონაცემები და ვაცნობიერებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას.
ეს განაცხადი კონფიდენციალურობის შესახებ განმარტავს, თუ როგორ აგროვებს და მართავს Nutricia Export B.V. („Nutricia“) თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ის შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მათ, რატომ გვჭირდება ისინი და როგორ შეიძლება იყოს სასარგებლო ეს თქვენთვის.
დაგვიკავშირდით აქ თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა და კომენტარი ან თუ გსურთ გააკეთოთ მოთხოვნა სუბიექტის მონაცემებზე თქვენი ნებისმიერი უფლების შესახებ.
ეს განაცხადი კონფიდენციალურობის შესახებ ბოლოს განახლდა 24 დეკემბერს, 2024 წელს.
ძირითადი პრინციპები და ჩვენი ვალდებულება კონფიდენციალურობის შესახებ
Nutricia-ში მზად ვართ, დავიცვათ თქვენი კონფიდენციალურობის უფლება. მზად ვართ, დავიცვათ ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელსაც ჩვენ ვინახავთ, პასუხისმგებლობით ვმართოთ თქვენი პირადი მონაცემები და ვიყოთ გამჭვირვალე ჩვენს საქმიანობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ნდობა. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ შემდეგი ძირითადი პრინციპები:
- თქვენ არ ხართ ვალდებული, მოგვაწოდოთ ჩვენ მიერ მოთხოვნილი პერსონალური მონაცემები. თუმცა, თუ ამას აირჩევთ, ჩვენ ვერ შევძლებთ, მოგაწოდოთ ზოგიერთი სერვისი ან პროდუქტი;
- ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ ამ კონფიდენციალურობის განაცხადში მითითებული მიზნებისთვის ან კონკრეტული მიზნებისთვის, რომლებსაც გიზიარებთ და/ან რაზეც თანხმობა გაქვთ მოცემული;
- ჩვენ ვცდილობთ, შევაგროვოთ, დავამუშაოთ და გამოვიყენოთ რაც შეიძლება მცირე პერსონალური მონაცემი;
- როდესაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ისინი მაქსიმალურად ზუსტი და აქტუალური;
- თუ ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები აღარ არის საჭირო რაიმე მიზნებისთვის და კანონი არ გვავალდებულებს მათ შენახვას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წავშალოთ, გავანადგუროთ ისინი ან სამუდამოდ მოხდეს მათი დეიდენტიფიცირება;
- თქვენი პერსონალური მონაცემები არ იქნება გაზიარებული, გაყიდული, გაქირავებული ან გამჟღავნებული რაიმე ფორმით, გარდა იმისა, რაც აღწერილია ამ კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადში.
რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ?
ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები განსხვავდება შეგროვების მიზნისა და პროდუქტის ან სერვისის მიხედვით, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ.
ზოგადად, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ შემდეგი ტიპის პერსონალური მონაცემები პირდაპირ თქვენგან:
- პერსონალური საკონტაქტო მონაცემები, როგორიცაა თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფიზიკური მისამართი და ტელეფონის ნომრები;
- პირად ანგარიშში შესვლის დეტალები, როგორიცაა თქვენი მომხმარებლის ID, ელექტრონული ფოსტის მომხმარებლის სახელი და პაროლი. ეს აუცილებელია პირადი მომხმარებლის ანგარიშის შესაქმნელად ჩვენს ერთ-ერთ ონლაინ-საზოგადოებაში;
- ჩვენთან კომუნიკაცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დეტალებს ჩვენი საუბრის შესახებ ჩატში, დახმარების ხაზზე და/ან მომხმარებელთა მომსახურების ხაზზე;
- დემოგრაფიული ინფორმაცია, მაგ; თქვენი ასაკი და სქესი და ცხოვრების სტილის უპირატესობები. ცხოვრების წესის უპირატესობები შეიძლება მოიცავდეს ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ზოგიერთ პროდუქტს და თქვენს ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ პროდუქტებთან;
- ბრაუზერის ისტორია, როგორიცაა გვერდებზე ვიზიტი, წვდომის თარიღი, მდებარეობა წვდომის დროს და IP მისამართი;
- ინფორმაცია გადახდის შესახებ ჩვენს ერთ-ერთ ონლაინ-მაღაზიაში შესრულებული შესყიდვისთვის. გადახდის ინფორმაცია ზოგადად ეხება თქვენი ბილინგის სახელს, ბილინგის მისამართს და გადახდის მონაცემებს, როგორიცაა თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემები ან საბანკო ანგარიშის ნომერი;
- თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- ინფორმაცია თქვენ გარდა სხვა პირების შესახებ, მაგ; თქვენი შვილების რაოდენობა, თქვენი ორსულობა, მშობიარობის სავარაუდო თარიღი; თქვენი შვილის დაბადების ფაქტობრივი თარიღი, ბავშვის განავლის ფოტო, ინფორმაცია კვების შესახებ (მაგ; ძუძუთი კვება, შერეული კვება ან სხვა მეთოდები), როცა ამგვარ ინფორმაციას თქვენ გვაწვდით პირდაპირ.
- პერსონალური მონაცემები თქვენი ოჯახის წევრების შესახებ, როდესაც ამ ინფორმაციას თქვენ გვაწვდით პირდაპირ;
- სოციალური მედიის პროფილები;
- თუ ოდესმე მოგვმართავთ განცხადებით ჩვენთან დასაქმების შესახებ, ჩვენ შევაგროვებთ დამატებით პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა თქვენი შრომითი საქმიანობის ისტორია, განათლების ისტორია და რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან.
ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ პერსონალური მონაცემები თქვენ შესახებ ირიბად, როდესაც:
- თქვენ აზიარებთ შინაარსს სოციალური მედიის გვერდებზე, ვებ-საიტებზე ან აპლიკაციებზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს პროდუქტებთან ან სოციალურ მედიაში ჩვენი სარეკლამო მასალის საპასუხოდ; ან
- ჩვენ ვკითხულობთ ან ვაგროვებთ თქვენ შესახებ პერსონალურ მონაცემებს სხვა ვებ-საიტების მიერ შეგროვებული ინფორმაციის წაკითხვით (მაგალითად, ჩვენ შეიძლება განვათავსოთ რეკლამა მესამე მხარის ვებ-საიტზე და როდესაც თქვენ დააწკაპუნებთ ამ რეკლამაზე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ და ვებ-საიტის სხვა ვიზიტორების შესახებ, რათა გავზომოთ ამ რეკლამის წვდომა და წარმატება).
რატომ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რათა მოგაწოდოთ საუკეთესო ონლაინ-მომსახურების გამოცდილება და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხი. კერძოდ, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, შევინახოთ, გამოვიყენოთ და გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:
- თქვენი გადახდების დასამუშავებლად, თუ თქვენ ყიდულობთ ჩვენს პროდუქტებს, თქვენი შეკვეთის სტატუსის მოსაწოდებლად, თქვენი მოთხოვნების დასამუშავებლად, და ნებისმიერი საჩივრის შესაფასებლად და განსახილველად;
- თქვენი მოთხოვნების დასამუშავებლად და მათზე პასუხების გასაცემად ან თქვენთან დასაკავშირებლად თქვენს კითხვებზე და/ან მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად;
- შევქმნათ და გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები, სერვისები, კომუნიკაციის მეთოდები და ჩვენი ვებ-საიტების ფუნქციონირება;
- თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებისთვის და თქვენი რეგისტრაციის მართვისთვის და/ან ჩვენი შეტყობინების გამოწერის ან სხვა კომუნიკაციისთვის;
- ვმართოთ ჩვენი ყოველდღიური ბიზნესსაჭიროებები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს კონკურსებში, გათამაშებებში ან სარეკლამო აქტივობებში თქვენს მონაწილეობასთან ან მოთხოვნებთან;
- იმ პირთა იდენტიფიკაციისთვის, რომლებიც დაგვიკავშირდნენ ტელეფონით, ელექტრონული საშუალებებით ან სხვა გზით;
- შიდა ტრენინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
- გავიგოთ და შევაფასოთ მომხმარებელთა ინტერესები, სურვილები და ცვალებადი საჭიროებები, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებ-საიტი, ჩვენი მიმდინარე პროდუქტები და სერვისები და/ან შევქმნათ ახალი პროდუქტები და სერვისები;
- თქვენთვის, როგორც კლიენტისთვის, პერსონალიზებული პროდუქტების და ინფორმაციების, ასევე პროდუქტების შესახებ რეკომენდაციების მოწოდებისთვის;
- მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის მიზნით.
- მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შორის საინფორმაციო შეტყობინებების და სარეკლამო მასალების გაგზავნისთვის.
- ბაზრის კვლევისთვის მომხმარებელთა უპირატესობებისა და ტენდენციების უკეთ გასაგებად.
- სარეკლამო აქტივობების ორგანიზებისა და განხორციელებისთვის, ღონისძიებებისა და სპეციალური შეთავაზებების ჩათვლით.
- ჩვენი ვებ- მაღაზიის საშუალებით ონლაინ გაყიდვების გასაადვილებლად.
- პროდუქტის ნიმუშების მოთხოვნების ეფექტურად დამუშავებისთვის.
- შესყიდვების ოპერაციების ეფექტურად მართვისთვის.
- საქონლისა და პროდუქტების განაწილების ზედამხედველობისთვის.
- ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების ხარისხისა და მახასიათებლების მუდმივად გაუმჯობესებისთვის.
- კლიენტებთან ურთიერთობის მართვის (CRM) ეფექტური გზით კლიენტებთან მყარი ურთიერთობის შესანარჩუნებლად.
- ანგარიშების ფორმირებისთვის ბიზნეს-ანალიზისა და გადაწყვეტილების მისაღებად.
- პროფილირების ტექნიკის გამოსაყენებლად მომავალი მომხმარებლის ქცევის პროგნოზირებისთვის და შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი შინაარსისა და შეთავაზებების დროული მიწოდების უზრუნველყოფისთვის.
- მომხმარებლებისთვის პერსონალიზებული რჩევების მიწოდებისთვის, მაგ; რეკომენდაციები პროდუქტის არჩევის ან კვების შესახებ.
- პერსონალური მონაცემების დამუშავება სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციების მიზნით:
ჩვენი სერვისების, როგორიცაა Stool Tracker-ის გამოყენებაზე თანხმობით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას მხოლოდ სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციების მიზნებისთვის. ეს მონაცემები იქნება ფსევდონიმიზებული, რაც ნიშნავს, რომ მათ ჩამორთმეული ექნება პირდაპირი იდენტიფიკატორები (როგორიცაა სახელი ან ელ-ფოსტა) და გამოიყენება მეცნიერული გაგების, პროდუქტის განვითარებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კვლევისთვის. ამ მონაცემებით მარკეტინგული აქტივობები ან მიზნობრივი რეკლამა არ განხორციელდება. მონაცემები შეინახება იმდენ ხანს, სანამ ეს აუცილებელი იქნება კვლევისა და ინოვაციების მიზნებისთვის.
ჩვენ ასევე შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი პერსონალური მონაცემები სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად ან თქვენთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის კონტექსტში.
როდესაც ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის ან სხვა მიზნებისთვის, ამის შესახებ შეგატყობინებთ მონაცემების შეგროვებამდე ან მის დროს.
საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თუ თქვენ მოცემული გაქვთ თანხმობა დამუშავებაზე, თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა.
თქვენი უფლებები
როცა ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, თქვენ გაქვთ მთელი რიგი უფლებები და შეგიძლიათ ამ უფლებების გამოყენება ნებისმიერ დროს. ქვემოთ მოგაწოდეთ ამ უფლებების მიმოხილვა და რას ნიშნავს ეს თქვენთვის. თქვენი უფლებების გამოყენება შეგიძლიათ ჩვენი საკონტაქტო გვერდის მეშვეობით
თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომისა და შესწორების უფლება
თქვენ გაქვთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, შესწორების ან განახლების უფლება ნებისმიერ დროს. ჩვენ გვესმის ამის მნიშვნელობა და თუ გსურთ თქვენი უფლებების გამოყენება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენი საკონტაქტო გვერდის მეშვეობით
მონაცემთა პორტაბელურობის უფლება
თქვენი პერსონალური მონაცემები პორტაბელურია. ეს ნიშნავს, რომ მისი გადატანა, კოპირება ან ელექტრონულად გადაცემა შესაძლებელია. თუმცა, ეს უფლება ვრცელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც:
- დამუშავება ეფუძნება თქვენს თანხმობას;
- დამუშავება ხდება ხელშეკრულების შესრულების მიზნით;
- დამუშავება ხდება ავტომატური საშუალებებით;
თუ გსურთ, გამოიყენოთ თქვენი უფლება მონაცემთა პორტაბელურობაზე, გთხოვთ დაგვიკავშირდით ჩვენი საკონტაქტო გვერდის მეშვეობით
თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა, თუ:
- თქვენი პერსონალური მონაცემები აღარ არის საჭირო იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ჩვენ შევაგროვეთ ისინი; ან
- თქვენ აუქმებთ თანხმობას, რომელიც ადრე მოგვეცით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და არ არსებობს სხვა სამართლებრივი საფუძველი ამ პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად; ან
- თქვენ ეწინააღმდეგებით ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის;
- თქვენ ეწინააღმდეგებით ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას Nutricia-ს ლეგიტიმური ინტერესებისთვის (როგორიცაა ვებ-საიტებზე მომხმარებელთა საერთო გამოცდილების გაუმჯობესება);
- პერსონალური მონაცემები არ მუშავდება კანონიერად; ან
- თქვენი პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს კანონის შესაბამისად.
თუ გსურთ წაშალოთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს თქვენ შესახებ, გთხოვთ შეგვატყობინოთ და ჩვენ მივიღებთ გონივრულ ზომებს თქვენს მოთხოვნაზე პასუხისათვის კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები აღარ არის საჭირო რაიმე მიზნებისთვის და კანონი არ გვავალდებულებს მათ შენახვას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წავშალოთ, გავანადგუროთ ისინი ან სამუდამოდ მოხდეს მათი დეიდენტიფიცირება;
დამუშავების შეზღუდვის უფლება
თქვენ გაქვთ უფლება შეზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუ
- არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენ შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები ზუსტია; ან
- პერსონალური მონაცემები კანონიერად არ მუშავდება, მაგრამ პერსონალური მონაცემების წაშლის ნაცვლად, თქვენ გირჩევნიათ, შევზღუდოთ დამუშავება; ან
- ჩვენ აღარ გვჭირდება თქვენი პერსონალური მონაცემები იმ მიზნებისთვის, რისთვისაც შევაგროვეთ, მაგრამ თქვენ ითხოვთ მონაცემებს სამართლებრივი პრეტენზიების დასადგენად, განსახორციელებლად ან დასაცავად; ან
- თქვენ გააპროტესტეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და ელოდებით გადამოწმებას, გადაწონის თუ არა ამ წინააღმდეგობასთან დაკავშირებული თქვენი ინტერესები თქვენი მონაცემების დამუშავების ლეგიტიმურ საფუძვლებს.
თუ გსურთ, ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა, გთხოვთ შეგვატყობინოთ ჩვენ მივიღებთ გონივრულ ზომებს თქვენს მოთხოვნაზე პასუხისათვის კანონმდებლობის შესაბამისად.
წინააღმდეგობის უფლება
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენი საკონტაქტო გვერდის მეშვეობით
სამეთვალყურეო ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება
თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ უშუალოდ სამეთვალყურეო ორგანოს იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს.
როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
ჩვენ გვესმის, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები ბოროტად გამოყენებისგან, ჩარევისგან, დაკარგვისგან, უნებართვო წვდომისგან, მოდიფიკაციისა და გამჟღავნებისგან. ჩვენ განვახორციელეთ მთელი რიგი უსაფრთხოების ზომები თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად. მაგალითად, ჩვენ ვახორციელებთ წვდომის კონტროლს, ვიყენებთ ბრანდმაუერებს და უსაფრთხო სერვერებს და ვშიფრავთ პერსონალურ მონაცემებს.
მონაცემთა გაზიარება საერთაშორისო დონეზე
პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ფარგლებს გარეთ. EEA-ს ფარგლებს გარეთ დამუშავებისას Nutricia იძლევა გარანტიას, რომ ეს მონაცემთა ტრანსსასაზღვრო დამუშავება დაცულია უსაფრთხოების შესაბამისი ზომებით.
თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა შემდეგ ქვეყნებს აღწერილი მიზნებისთვის:
მონაცემთა ადგილმდებარეობა: | მონაცემთა ტიპი: | მიზნები: |
---|---|---|
ევროკავშირი (ფრანკფურტი) | პერსონალური მონაცემები (დაბადების თარიღი, სქესი, კვების რეჟიმი, ნარევის დასახელება, განავლის ფოტოები) | ხელოვნური ინტელექტის მოდელების კვლევა და გაუმჯობესება |
გადაწყვეტილების ავტომატურად მიღება და პროფილირება
ზოგიერთი სერვისისა და პროდუქტისთვის ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ავტომატური საშუალებების გამოყენებით. არსებითად ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ავტომატურად, ადამიანის ჩარევის გარეშე.
ჩვენ ასევე შეიძლება დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები პროფილირების მიზნით, რათა განვსაზღვროთ თქვენი ქცევა ჩვენს ვებ-საიტზე ან პროდუქტებზე, რომლებიც შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო .
თუ ჩვენ ვაპირებთ მსგავსი მეთოდების გამოყენებას, რა თქმა უნდა, შეგატყობინებთ და მოგცემთ შესაძლებლობას, წინასწარ გააპროტესტოთ ეს პროცესები. ასევე თავისუფლად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ასეთი დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
ქუქი-ფაილები და სხვა ტექნოლოგიები
ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები ქუქი-ფაილების და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც ეწვევით ჩვენს საიტებს ან მესამე მხარის საიტებს, ხედავთ ჩვენს ონლაინ აქციებს ან იყენებთ ჩვენს/მესამე მხარის მობილურ აპლიკაციებს და შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის ბრაუზერისა და ოპერაციული სისტემის შესახებ;
- თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობის IP მისამართი;
- ჩვენი ვებ-გვერდები, რომლებსაც ათვალიერებთ;
- ბმულები, რომლებზეც გადადიხართ ჩვენს სერვისებთან ინტერაქტიულობისას.
ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ განაცხადში
როგორ დაგვიკავშირდეთ
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, კომენტარი ან პრეტენზია ამ კონფიდენციალურობის განაცხადთან ან თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენი საკონტაქტო გვერდის მეშვეობით