ფოლიუმის ფოკუსი
ფაქტები ფოლიუმის მჟავას შესახებ, რომლებიც უნდა იცოდეთ
ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ბავშვის ადრეულ განვითარებას, რაც მას აქცევს აუცილებელ საკვებ ნივთიერებად ორსულობის პირველ ტრიმესტრში. გაიგეთ, როგორ მოქმედებს ის ორგანიზმზე, რა რაოდენობით მიღებაა რეკომენდებული და რომელი პროდუქტები დაგეხმარებათ მისი მარაგის შევსებაში, რათა შემცირდეს ნერვული მილის პრობლემების რისკი.
ფოლიუმის მჟავა — თქვენი მომავალი ბავშვის ჯანმრთელობის დაცვა
მანამდეც კი, სანამ შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, ფოლიუმის მჟავა ან ფოლიუმის მჟავას დანამატები აკეთებენ თავის საქმეს თქვენი შვილის განვითარების ხელშეწყობისთვის. ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ნერვული მილის ფორმირებაში, რომელიც ფორმირდება სიცოცხლის პირველ თვეში და ბავშვის ზურგის და თავის ტვინის წინამორბედია.
ისინი ერთად შექმნიან ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რომელიც იმოქმედებს, როგორც თქვენი ბავშვის მთელი სხეულის საკონტროლო ცენტრი და უზრუნველყოფს საფუძველს მომავალი ზრდის, განვითარებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის შემდგომ ცხოვრებაში. იმის გამო, რომ არსებობს მკაფიოდ დადგენილი ურთიერთკავშირი დედის მიერ ფოლიუმის მჟავას მიღებასა და საშვილოსნოში ბავშვის ნერვული მილის განვითარებას შორის, ადვილი გასაგებია, თუ რატომ არის ფოლიუმის მჟავა ორსულობის დროს დაჟინებით რეკომენდებული ერთ-ერთი საკვები დანამატი.
დადგენილია, რომ ფოლიუმის მჟავას საჭირო რაოდენობით მიღება ამცირებს ნერვული მილის დეფექტების რისკს, მათ შორის სპინა ბიფიდას. ეს მდგომარეობა ხდება იმის გამო, რომ ხერხემლის სვეტი არ ფორმირდება სათანადოდ, ზოგიერთი ნაწილი რჩება ღია და პოტენციურად იწვევს განვითარების პრობლემებს.
მიუხედავად იმისა, რომ ფოლიუმის მჟავა ბევრ საკვებშია, რთულია საკმარისი რაოდენობის მიღება თქვენი რაციონიდან. თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ თქვენი დღე-ღამური ნორმის მიღება ფოლიუმის მჟავას დანამატებით, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ იღებთ იმ რაოდენობას, რომელიც აუცილებელია თქვენი მზარდი ბავშვის მხარდასაჭერად.
რამდენი ფოლიუმის მჟავა უნდა მივიღო ორსულობის დროს?
ჯანდაცვის სამინისტრო ორსულ ქალებს ურჩევს, მიიღონ დღეში 400 მკგ ფოლიუმის მჟავა. იდეალურ შემთხვევაში, უმჯობესია დაიწყოთ ორსულობის დაგეგმვის ეტაპიდან, რათა მიიღოთ ჯანსაღი საკვები უკვე ჩასახვის დროს. თქვენ უნდა გააგრძელოთ ფოლიუმის მჟავას მიღება პირველ ტრიმესტრში, როდესაც თქვენი ბავშვის ნერვული მილი ვითარდება, ფორმირდება და იხურება.
ბევრი პრენატალური მულტივიტამინი შეიცავს რეკომენდებულ 400 მკგ ფოლიუმის მჟავას, ან შეგიძლიათ ისინი მიიღოთ ცალკე.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკვები შეიცავს ფოლიუმის მჟავას, ვიტამინის დანამატის მიღება საუკეთესო გზაა, რათა უზრუნველყოთ რეკომენდებული 400 მკგ დღეში.

ზოგიერთ ქალს აქვს ნერვული მილის დეფექტის უფრო მაღალი რისკი და შეიძლება დასჭირდეს მეტი ფოლიუმის მჟავა ორსულობის დროს, მეტი დაცვის უზრუნველსაყოფად. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დღეში 5000 მკგ ფოლიუმის მჟავას მიღება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ თქვენ ან თქვენს პარტნიორს გაქვთ ნერვული მილის დეფექტი
- თუ თქვენს ოჯახში იყო ნერვული მილის დეფექტების შემთხვევები
- თუ თქვენ გქონდათ სხვა ორსულობა, რომლის დროსაც წარმოიქმნა ნერვული მილის დეფექტი
- თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი
- თუ თქვენ იღებთ ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტს
თუ თქვენ ხართ პირველ ტრიმესტრში და არ იღებდით ფოლიუმის მჟავას ორსულობამდე, არ ინერვიულოთ. დაიწყეთ მისი მიღება ახლავე და გააგრძელეთ მინიმუმ 12 კვირამდე.
გაზარდეთ ფოლიუმის მჟავას მიღება შემდეგი პროდუქტების დახმარებით
პროდუქტი (100 გ) | ფოლატი (მკგ) |
---|---|
სატაცური (მოხარშული) | 173 |
მშრალი საუზმეული | 111-333 |
ბრიუსელის კომბოსტო (მოხარშული) | 110 |
თხილეული | 93 |
ბროკოლი (უმი) | 90 |
მთელმარცვლოვანი პური | 88 |
რუკოლა | 88 |
თეთრთავიანი კომბოსტო (უმი) | 84 |
სალათა (უმი) | 55 |
მუხუდო (გაყინული, მოხარშული) | 47 |
ფორთოხალი | 31 |
მწვანე და ყავისფერი ოსპი (მოხარშული) | 30 |
მარწყვი (ცოცხალი) | 20 |
ფოლატი —ფოლიუმის მჟავას საკვები წყარო. ის შედის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში:
• მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული
• ყავისფერი ბრინჯი
• მთელმარცვლოვანი პური
• გამდიდრებული მარცვლეულის ფანტელები საუზმისთვის
აღსანიშნავია, რომ, როგორც წყალში ხსნადი საკვები ნივთიერება, ფოლატი მგრძნობიარეა მომზადების გარკვეული მეთოდების მიმართ, განსაკუთრებით მოხარშვისა და შეწვის მიმართ. თუ ბოსტნეულს ხარშავთ, ამ პროცესში შეიძლება დაიკარგოს ფოლიუმის მჟავას 40%-მდე, ხოლო შეწვამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო დიდი დანაკარგი- 80%-მდე. ფოლატით მდიდარი ბოსტნეულის მომზადებისას შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მისი კვებითი ღირებულება ორთქლზე მოხარშვით, მოწალვით, გამოცხობით ან უმად ჭამით. თუ მაინც ხარშავთ, ეცადეთ, წყალი გამოიყენოთ ან სოუსის მოსამზადებლად ან როგორც დანამატი წვნიანში.
(80 გ — ულუფის რეკომენდებული ზომა ხილისა და ბოსტნეულისთვის)
შემდეგი ნაბიჯები
თუ ჯერ კიდევ არ ხართ 12 კვირის ორსული, დარწმუნდით, რომ თქვენს რაციონს ამატებთ მინიმუმ 400 მკგ ფოლიუმის მჟავას.
გაზარდეთ მიღება ორსულობის განმავლობაში ფოლიუმის მჟავათი მდიდარი შემდეგი კერძებითა და პროდუქტებით:
• ოსპის ქარი და ჭარხალი ყავისფერი ბრინჯით
• ლობიო მარცვლოვნების ტოსტზე
• შემწვარი კომბოსტოს ჩიფსები
• ბროკოლი ჰუმუსში
- NHS UK. Spina Bifida [Online]. 2012. Available at: www.nhs.uk/conditions/Spina-bifida/Pages/Introduction.aspx[Accessed June 2014]
- NHS UK. Why do I need folic acid in pregnancy? [Online]. 2013. Available at: www.nhs.uk/chq/Pages/913.aspx?categoryid=54&subcategoryid=129 [Accessed June 2014]
- McCance and Widdowson. Composite of foods integrated dataset [Online]. 2002. Available at: http://tna.europarchive.org/20110116113217/http://www.food.gov.uk/science/dietarysurveys/dietsurveys/ [Accessed June 2014]
- NHS UK. 5 A DAY portion sizes — how much is a portion of fruit or veg? [Online]. Available at: www.nhs.uk/change4life/pages/five-a-day-portion-sizes.aspx [Accessed June 2014]
- Gov.UK. Nutrient analysis of fruit and vegetables [Online]. 2013. Available at: www.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/167942/Nutrient_analysis_of_fruit_and_vegetables_-_Summary_Report.pdf [Accessed June 2014]
ბოლო განახლება: 18 აგვისტო, 2014 წ.
თქვენი შვილის ჯანმრთელი მომავალი ყალიბდება ახლა
Nutricia Club-ში ჩვენ გვჯერა, რომ გამოცდილება ხელს უწყობს ადაპტაციის განვითარებას და ყოველმა შეჯახებამ ახალ გარემოებებთან - ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ - შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ბავშვის მომავალ განვითარებაზე. ჩვენი კომპეტენტური ექსპერტების და ჩვენი სპეციალისტების 24 საათიანი მუშაობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს შვილს ხვალინდელ დღეზე ზრუნვაში.