როგორც ექსპერტები ადრეული ასაკის ბავშვთა კვების სფეროში, Nutriciaclub გეხმარებათ კვების არჩევანში ჩასახვიდან ბავშვის ადრეული ასაკის მიღწევამდე პერიოდის განმავლობაში. გაიგე მეტი ადრეულ ასაკში კვების შესახებ და იმის შესახებ, როგორ ვაგრძელებთ კვლევებს და ვახალისებთ ინოვაციებს ბავშვების და მათი ოჯახების სასარგებლოდ მთელ მსოფლიოში.
ჩვენი ცოდნა კვების სფეროში
კვების არჩევანს, რომელსაც დღეს აკეთებთ, შეიძლება მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ჰქონდეს თქვენი შვილის მომავალ ჯანმრთელობაზე
თქვენი შვილის ჯანმრთელი მომავალი იწყება აქ
ჩვენ ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით ჩვილების და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებას. და მრავალწლიანმა კვლევებმაც აჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ადრეული ასაკში კვება.
ახლა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ადრეული ასაკის კვებას შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს ბავშვის გრძელვადიან ჯანმრთელობაზე. თქვენი არჩევანი კვებაში ჯერ კიდევ ბავშვის ჩასახვამდე, საფუძველს უყრის ბავშვის ზრდა-განვითარებას და მომავალ კეთილდღეობას. ყოველი საკვები ნივთიერების როლის გაგება ყველა ეტაპზე დაგეხმარებათ, რათა მაქსიმალურად გამოიყენოთ საკვების პოტენციალი ჩასახვიდან, ორსულობისა და ძუძუთი კვებიდან დაწყებული ძუძუზე თავის დანებებამდე და შემდგომ.