რატომ ტირის ბავშვი?

მოკლე ინფორმაცია

ბავშვი ტირის, რადგან მშიერია, დაიღალა, საფენის გამოცვლის დროა, აწუხებს გაზები ან უბრალოდ უნდა, რომ ჩაეხუტოთ. თქვენი, როგორც მშობლის ერთ-ერთი პირველი ამოცანაა, გაარკვიოთ, რას ნიშნავს თქვენი შვილის ტირილი კონკრეტულ მომენტში. არ იღელვოთ, მალე ამის გაკეთებას ინსტინქტურად შეძლებთ.

беременные женщины

ექსპერტების რეკომენდაციები

შემოუერთდით 700,000 მომავალ დედას და ახალბედა მშობელს მთელი მსოფლიოდან და მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია ექსპერტებისგან. 

ბავშვის ტირილი: რის თქმას ცდილობს  თქვენი შვილი?

ბავშვები ტირიან, რადგან არ შეუძლიათ ლაპარაკი! ეს მათი ერთადერთი საშუალებაა, რომ გთხოვონ, დააკმაყოფილოთ მათი მოთხოვნილებები. აი, რას ამბობს თქვენი ბავშვი ტირილით და რისი გაკეთება  შეგიძლიათ  მის დასახმარებლად:

  • «მშიერი ვარ»
    მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ის ჟღერს სხვა ტირილის მსგავსად, თქვენ მალე ისწავლით შიმშილის ხმის ამოცნობას. კვება სწრაფად მოაგვარებს ამ პრობლემას.
  • «გაზები მაქვს»
    თუ ბავშვი ტირის კვების შემდეგ, სავარაუდოდ, ეს არის გაზები ან თუნდაც კოლიკა. ყოველი კვების შემდეგ ბავშვს  გაუკეთეთ  შესაბამისი მასაჟი.  თუ ეს არ შველის და  ბავშვი ვერ მშვიდდება, მიმართეთ ექიმს.
  • «დავიღალე»
    თუ დღის ბოლოს ბავშვი ტირილს აძლიერებს, შეიძლება, ის უბრალოდ დაიღალა ყველა განცდილი ახალი შთაბეჭდილებით.  ამ შემთხვევაში დარწმუნდით, რომ მას საკმარისად სძინავს დღის განმავლობაში. საღამოს ტირილი კოლიკის კიდევ ერთი პოტენციური ნიშანია.
  • «არაკომფორტულად ვგრძნობ თავს»
    თქვენს შვილს ძალიან სცხელა ან სცივა? (შეამოწმეთ მისი მკერდის ტემპერატურა.  ბავშვის ხელები და ფეხები ხშირად ცივი იქნება შეხებისას, თუნდაც თბილად იყოს ის).  ან იქნებ საფენის გამოცვლის დროა.
  • «ავად ვარ»
    თუ ბავშვი ავად არის, მისი ტირილი ხშირად განსხვავდება ჩვეულებრივისგან. ზოგჯერ ბავშვი ნაკლებად ტირის, როცა  ცუდადაა.
  • «ჩახუტება მინდა»
    ზოგჯერ ბავშვს უბრალოდ  თქვენთან ახლოს ყოფნა სურს, თქვენს ხელებში.  გამონახეთ დრო, რომ ერთად დატკბეთ ამ ძვირფასი მომენტებით.

შემდეგი ნაბიჯები

  • გაიგეთ მეტი ბავშვის ტირილის შესახებ.
  • გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ შეწუხებული ხართ იმის გამო, რომ თქვენი შვილი ტირის.  ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კოლიკით ან სხვა დისკომფორტით.
  • დახმარებისთვის მიმართეთ მეგობრებს და ოჯახს. თუ თქვენ სტრესში ხართ,  ბავშვი იგრძნობს ამას და  მეტად იტირებს.  აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.
эксперты

თქვენი შვილის ჯანმრთელი მომავალი ყალიბდება  ახლა

 Nutricia Club-ში  ჩვენ გვჯერა, რომ გამოცდილება ხელს უწყობს ადაპტაციის განვითარებას და ყოველმა  შეჯახებამ ახალ გარემოებებთან - ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ - შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ბავშვის მომავალ განვითარებაზე. ჩვენი კომპეტენტური ექსპერტების  და ჩვენი სპეციალისტების 24 საათიანი მუშაობის  წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს შვილს ხვალინდელ დღეზე ზრუნვაში.

სტატიები თემაზე

დაგვიკავშირდით

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და დასვათ შეკითხვები ჩვენს სოციალურ მედიაში.

Facebook

ელფოსტა

x