მოკლე ინფორმაცია
როცა საქმე თქვენი შვილის ძილის რეჟიმის ჩამოყალიბებამდე მივა, მნიშვნელოვანია, რომ რეალისტები იყოთ საკუთარ მოლოდინებში. ჩვილობაში ბავშვს უბრალოდ სძინავს, იღვიძებს და ითხოვს საკვებს, როცა ამას ინსტინქტები კარნახობს. მაგრამ უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ, შეგიძლიათ შემოიტანოთ მარტივი ცნებები, როგორიცაა ღამე და დღე, რაც გამოგადგებათ მოგვიანებით, როდესაც დაიწყებთ ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბებას.
ექსპერტების რეკომენდაციები
შემოუერთდით 700,000 მომავალ დედას და ახალბედა მშობელს მთელი მსოფლიოდან და მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია ექსპერტებისგან.
როგორ უზრუნველყოთ ბავშვის მშვიდი ძილი მთელი ღამის განმავლობაში
ყველა ბავშვს თავისებურად სძინავს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ახალშობილის განრიგი, ჩვენ მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ დაეხმაროთ მას ძილის კარგი ჩვევების ჩამოყალიბებაში.
ვსწავლობთ ნიშნებს
დაღლილობამ შეიძლება გაართულოს თქვენი შვილის ჩაძინება, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, როდის არის ის მზად ძილისთვის. საბოლოოდ, თქვენ ინსტინქტურად გეცოდინებათ, როდის არის ის დაღლილი, მაგრამ იქამდე, ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ ნიშნებს, როგორიცაა ტირილი, თვალებისა და ყურების სრესა და პატარა მუქი წრეები თვალების ქვეშ.
რჩევები ღამის კვების შესახებ
პირველი 3 თვის განმავლობაში თქვენს შვილს დასჭირდება ღამის კვება მოთხოვნილების მიხედვით და, სავარაუდოდ, დასჭირდება მინიმუმ ერთი ღამის კვება 6 თვის ასაკამდე. ზოგიერთ ბავშვს სჭირდება რეგულარული ღამის კვება 12 თვემდე. ჩვილებს მოსწონთ, როცა მათ ძუძუთი კვებავენ და ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი შესაძლებლობა, გაამყაროთ კავშირი თქვენ შორის მისი ცხოვრების პირველ თვეებში.
რა არის კლასტერული კვება?
კლასტერული კვება არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება კვების სპეციალური რეჟიმის აღსაწერად, რომლის დროსაც ბავშვი ხშირად ჭამს - თითქმის ყოველთვის - რამდენიმე საათის განმავლობაში დღისით ან საღამოს დაძინებამდე.
ჩვილებს მოსწონთ, როცა მათ ძუძუთი კვებავენ და ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი შესაძლებლობა, გაამყაროთ კავშირი თქვენ შორის მისი ცხოვრების პირველ თვეებში.
ძილში კვება
ძილში კვება დაეხმარება თქვენს პატარას, რომ უფრო დიდხანს იძინოს და მსუბუქად ჩამოუყალიბდეს ძილის რეჟიმი. ბავშვის დაძინებიდან 3-4 საათის შემდეგ შეეცადეთ, ნახევრად გამოაღვიძოთ ის ძუძუთი მშვიდად კვებისთვის. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვი ისე დანაყრდეს, არ მისცეთ ბოლომდე გამოფხიზლების საშუალება; მან ადვილად უნდა დაიძინოს ისევ კვების შემდეგ.
ეხმარებათ თუ არა საბავშვო ნარევები პატარებს, უფრო დიდხანს იძინონ?
არ არსებობს მტკიცებულება, რომ საბავშვო ნარევი ეხმარება პატარებს, უფრო დიდხანს იძინონ. ძუძუთი კვების სარგებელი ბევრად აღემატება ალტერნატივების ნებისმიერ სარგებელს. პრაქტიკაში ნარევის მოსამზადებლად ადგომა ბევრად მეტჯერ გაგაღვიძებთ, ვიდრე ძუძუთი კვება საძინებელში.
დღისა და ღამის გარჩევა
პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ ცხოვრობთ თქვენი შვილის რეჟიმის მიხედვით, მოგწონთ ეს თუ არა. მაგრამ პირველ კვირებში შეგიძლიათ მსუბუქად დაიწყოთ დღისა და ღამის განსხვავების გაცნობა. დღის განმავლობაში ფარდები იყოს გადაწეული და იარეთ სასეირნოდ, წაახალისეთ ბავშვი, რომ იყოს ენერგიული და აქტიური და რაც შეიძლება ბევრი ითამაშეთ მასთან.
როცა დაღამდება, გახადეთ თქვენი სახლი უფრო მშვიდი და წყნარი. შეამცირეთ განათება და აქტიურობა. ჟალუზები დაგეხმარებათ, რომ აკონტროლოთ სინათლე ზაფხულის ზენიტშიც კი.
ეს უცებ არ შეცვლის სიტუაციას, მაგრამ ბავშვს დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ ღამე შესაფერისი დროა ძილისთვის.
ჩვილები დასაძინებლად ყოველთვის უნდა დააწვინოთ ზურგზე.
რა არის გახვევა?
ეს ნიშნავს, რომ ბავშვი საიმედოდაა შეფუთული სახვევში ან თხელ პლედში, რათა თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდეს. ზოგიერთ ჩვილს მოსწონს, როცა ის გახვეულია, ეს მათ ამშვიდებს, ზოგს კი ნამდვილად არ მოსწონს. თუ გსურთ სცადოთ ბავშვის გახვევა, დარწმუნდით, რომ ზედმეტად არ ზღუდავთ ბავშვის თეძოებისა და ფეხების მოძრაობას, რადგან ამან შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ასევე დარწმუნდით, რომ ბავშვს ძალიან არ სცხელა.
მატყუარა -კარგი იდეაა?
მატყუარა საწოვარამ შეიძლება დაამშვიდოს თქვენი ბავშვი, თუ მას უყვარს წოვა, მაგრამ არაა მშიერი. გაითვალისწინეთ, რომ საწოვარა ხშირად უვარდებათ ბავშვებს პირიდან, ამიტომ თქვენ შეიძლება სიბნელეში "მატყუარაზე ნადირობაში" ძველებურად მოგიწიოთ გამოფხიზლება.
მოგზაურობის დრო
თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ ბავშვის დარწევის ან ქუჩაში გასეირნების სურვილი მის დასაძინებლად. ეს ხშირად მუშაობს, მაგრამ გაითვალისწინეთ: თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, ბავშვს ექნება ამის მოლოდინი და ამ ჩვევაზე უარის თქმა რთული იქნება.
შემოგვაქვს ძილის რეჟიმი
დაახლოებით 8 კვირის შემდეგ, შეიძლება მოგინდეთ რეგულარული, დამამშვიდებელი ძილის განრიგის დაწყება. აბაზანა, მშვიდი ჩახუტება, ზღაპრები ან იავნანა ყოველღამე ერთსა და იმავე დროს, დაეხმარება თქვენს შვილს გააცნობიეროს, რომ ძილის დროა.
როდესაც უფრო გაიზრდება, შეგიძლიათ დაიწყოთ რეგულარული დღის ძილი, რათა დაეხმაროთ მას (და თქვენც) გაუმკლავდეს გრძელ დღეებს. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ დღის განმავლობაში ძილი ხელს შეუშლის თქვენს პატარას ღამით დაძინებაში, მაგრამ ხშირად პირიქით ხდება - ეს ეხმარება. თუ თქვენ ერთსა და იმავეს გააკეთებთ ყოველდღე, ეს დაეხმარება ბავშვს, რომ შეეჩვიოს თავის სამყაროს და თავი იგრძნოს დაცულად.
შემდეგი ნაბიჯები
• პირველ დღეებში შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ, დიდი ალბათობით, საერთოდ ვერ გამოიძინებთ. დაისვენეთ, როცა საშუალება გაქვთ, დაიძინეთ, როცა ბავშვს სძინავს და დროებით დაივიწყეთ საოჯახო საქმეები.
• დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს აქვს ყველა პირობა უსაფრთხო და კომფორტული ძილისთვის.
• შეეცადეთ, ყოველდღე გახვიდეთ სახლიდან. სუფთა ჰაერი კარგია როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ბავშვისთვის და სეირნობა დაეხმარება მას დაძინებაში.
• თუ თავს დაღლილად და დეპრესიულად გრძნობთ, აუცილებლად დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს-ის შეძლებს პრაქტიკული რჩევების მოცემას.
• ასევე გაესაუბრეთ ექიმს, თუ გრძნობთ, რომ თქვენი შვილი განსაკუთრებულად წუხს ღამით. მას შეუძლია შეამოწმოს, აწუხებს თუ არა ბავშვს რამე პრობლემა, მაგ; კოლიკა. ერთად ძილი თუ ბავშვის საწოლი? გაიგეთ, რა არის თქვენთვის უკეთესი.
თქვენი შვილის ჯანმრთელი მომავალი ყალიბდება ახლა
Nutricia Club-ში ჩვენ გვჯერა, რომ გამოცდილება ხელს უწყობს ადაპტაციის განვითარებას და ყოველმა შეჯახებამ ახალ გარემოებებთან - ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ - შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ბავშვის მომავალ განვითარებაზე. ჩვენი კომპეტენტური ექსპერტების და ჩვენი სპეციალისტების 24 საათიანი მუშაობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს შვილს ხვალინდელ დღეზე ზრუნვაში.