დილის ავადმყოფობა ითვლება ორსულობის ნორმალურ ნაწილად და მსუბუქი ფორმით აწუხებს მომავალი დედების დაახლოებით 70%-ს პირველ ტრიმესტრში1. ის შეიძლება წარმოიქმნას დღის ან ღამის ნებისმიერ დროს და ხასიათდება გულისრევის და ზოგჯერ ღებინების შეტევებით.
ორსულთა დილის ავადმყოფობა
სტატიების სექციები
- ორსულთა დილის ავადმყოფობის სიმპტომები
- იმოქმედებს თუ არა დილის ავადმყოფობა ჩემს შვილზე?
- ხშირად დასმული კითხვები ორსულთა დილის ავადმყოფობის შესახებ.
- ორსულთა დილის ავადმყოფობის აღმოფხვრისა და შემსუბუქების საშუალებები
- რომელი საკვები ეხმარება ან აუარესებს მას?
- ორსულთა დილის ავადმყოფობა და მენტალური ჯანმრთელობა
ორსულთა დილის ავადმყოფობის სიმპტომები
დილის ავადმყოფობის ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია გულისრევა და ღებინება. მას შეიძლება თან ახლდეს ადრეული ორსულობის სხვა სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა და უღონობა. არსებობს ბევრი რამ, რისი გაკეთებაც დაგეხმარებათ სიმპტომების მართვაში და გაგიხარდებათ იმის გაგება, რომ ჩვეულებრივი დილის გულისრევა ჩვეულებრივ გაივლის ორსულობის დაახლოებით 16-20 კვირაზე.
ქალების ძალიან მცირე ნაწილში (1.5%) დილის ავადმყოფობა შეიძლება გაგრძელდეს ორსულობის გვიან ვადებამდე და მას შეიძლება ჰქონდეს უფრო გამოხატული სიმპტომები. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენ გაქვთ ორსულთა ჰიპერემეზისი და გჭირდებათ სამედიცინო დახმარება:
- თითქმის მუდმივად გრძნობთ ძლიერ გულისრევას და ეს ხელს გიშლით ჭამაში და/ან დალევაში.
- იკლებთ ორსულობამდე არსებული წონის ხუთ პროცენტზე მეტს.
- დღეში სამზე მეტჯერ გაქვთ ღებინება სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
იმოქმედებს თუ არა დილის ავადმყოფობა ჩემს შვილზე?
სანამ თქვენ შეძლებთ ნორმალურად ჭამას და დალევას, დილის ავადმყოფობა არ იმოქმედებს თქვენს ან თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე.
დაიმახსოვრეთ, ფოლიუმის მჟავა ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი შვილის განვითარებაში პირველ ტრიმესტრში, ამიტომ თუ გიჭირთ ფოლიუმის მჟავას დანამატის დოზის შემცირება, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ თქვენ არ გაგიმართლათ და გაწუხებთ ორსულთა ჰიპერემეზისი, ამან შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ზრდაზე და წონაზე დაბადებისას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაითრგუნოთ, თუ თავს ცუდად გრძნობთ და არ შეგიძლიათ საკმარისად კვება და დალევა, რათა გამოკვებოთ საკუთარი თავი და თქვენი შვილი, დახმარებისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს. ნორმალურია, თუ მკურნალობა რამდენჯერმე დაგჭირდათ, სანამ საბოლოოდ იგრძნობთ თავს უკეთესად. არსებობს რამდენიმე წამალი, რომელიც ეფექტურია და არ ავნებს თქვენს პატარას.

ხშირად დასმული კითხვები დილის ავადმყოფობის შესახებ.
ექიმები ბოლომდე არ არიან დარწმუნებულები, რა იწვევს დილის ავადმყოფობას. ამჟამად ყველაზე მეტი მტკიცებულება არსებობს იმის სასარგებლოდ, რომ პლაცენტა და ჰორმონი GDF15 დიდ როლს ასრულებენ ორსულთა ჰიპერემეზისის ეტიოლოგიაში. თუმცა, ახლახან ტყუპებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის დროს გულისრევის და ღებინების სიმძიმე და ხანგრძლივობა ძირითადად გენეტიკურადაა განპირობებული 8. ორსულთა ჰიპერემეზისის ოჯახური ანამნეზი სამჯერ ზრდის შთამომავლებში ამ მდგომარეობის განვითარების შანსს.
ინფორმაციები დამატებით ფაქტორებზე, რომლებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ორსულთა ჰიპერემეზისის განვითარების ან ხანგრძლივობის გაზრდილი რისკი, მათ შორის მისი არსებობა წინა ორსულობის ანამნეზში, მძიმე გულისრევის/ღებინების ოჯახური ისტორია ორსულობისას, დედის ახალგაზრდა ასაკი, სხეულის დიდი წონა (სიმსუქნე ), წინა დასრულებული ორსულობის არარსებობა, ტყუპებზე ორსულობა, პირველი ორსულობა, ალერგია და შემზღუდველი დიეტა.
დილის ავადმყოფობა არ არის ორსულობის აუცილებელი პირობა. ბევრი ქალი ტკბება ჯანსაღი ორსულობით დილის ავადმყოფობის სიმპტომების გარეშე.
დილის ავადმყოფობა ჩვეულებრივ იწყება პირველ ტრიმესტრში, ორსულობის ოთხ-ექვს კვირაზე. ხშირად ეს არის ერთ-ერთი პირველი ნიშანი იმისა, რომ ორსულად ხართ.
სიმპტომები პიკს დაახლოებით 9-11 კვირაზე აღწევს, როცა ორსულობის ჰორმონი, ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი, აღწევს პიკს. ზოგს ორსულთა გულისრევა შეიძლება გაუგრძელდეს 20 კვირამდე, ხოლო მჟავურმა რეფლუქსმა მეორე ტრიმესტრიდან და შემდგომ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება.
როგორც ბევრი რამ ორსულობის დროს, ეს შეიძლება განსხვავებული იყოს ყველასთვის. შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან თვე. თუმცა, თუ ტოქსიკოზის სიმპტომები 12 კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.
მიუხედავად მისი სახელწოდებისა, დილის ავადმყოფობა შეიძლება წარმოიქმნას და გაქრეს დღის ან ღამის ნებისმიერ დროს. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ის ძლიერდება დღის კონკრეტულ მონაკვეთში, და შესაძლოა, შეგაწუხოთ დროდადრო მთელი ორსულობის განმავლობაში.
ზოგიერთი ქალი მუდმივად გრძნობს გულისრევას დღის განმავლობაში, რამაც შეიძლება გაართულოს მისი ყოველდღიური ცხოვრება. არსებობს ბევრი რამ, რისი გაკეთებაც დაგეხმარებათ სიმპტომების მართვაში და რა თქმა უნდა, რაიმე შიშის შემთხვევაში, არ მოგერიდოთ ექიმთან გასაუბრება.
როგორც ადრეული ორსულობის ბევრი სხვა სიმპტომი, ეს ყველასთვის განსხვავებულია. ზოგიერთი ქალი, რომელიც ელოდება ტყუპებს ან რამდენიმე ახალშობილს, აქვს ძლიერი დილის გულისრევა, ზოგს კი საერთოდ არ აწუხებს ის.
დილის ავადმყოფობის აღმოფხვრისა და შემსუბუქების საშუალებები
არც ერთი ქალი არ განიცდის ორსულთა დილის ავადმყოფობას ერთნაირად, ასე რომ, ის, რაც ამსუბუქებს სიმპტომებს ერთი ადამიანისთვის, შეიძლება მეორესთვის არ იყოს ეფექტური.
თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი დილის ავადმყოფობა, თვითდახმარების საშუალებები შეიძლება საკმარისი იყოს სიმპტომების მართვისთვის. მაგრამ თუ თქვენ გაწუხებთ უფრო მძიმე სიმპტომები, შეიძლება დაგჭირდეთ მედიკამენტები.
როგორ გავუმკლავდეთ დილის ავადმყოფობას
შეიძლება ეს არ იყოს ადვილი, განსაკუთრებით თუ გყავთ სხვა შვილები და/ან სრულ განაკვეთზე სამუშაო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იწვეთ ან იჯდეთ, როცა ავად ხართ, სანამ გულისრევა არ გაივლის.
აღმოაჩინეთ დროის მონაკვეთი სიმპტომების გარეშე და შემდეგ შეეცადეთ, ჭამოთ, დალიოთ და იყოთ აქტიური ამ დროს. რეგულარული "დილის გულისრევის" დროს ქალების უმეტესობა იპოვის თავის ნიმუშს, თუ ისინი აწარმოებენ დღიურს. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ მუდმივი ზომიერი ან მძიმე სიმპტომები, ეს შეუძლებელი იქნება.
თუ ჩვეულებრივ საუზმეზე ორ ნაჭერ ტოსტს მიირთმევთ, სცადეთ ნახევარი ნაჭერი ყოველ 15 წუთში ერთხელ, რომ გადაანაწილოთ იგი ერთ საათზე. ეს ყოველთვის პრაქტიკული არ არის, თუ დაკავებული ხართ, მაგრამ ცოტა მომზადებით და ჯანსაღი საკვებით სავსე ჩანთით, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ.
ეს ხშირად იწვევს მჟავურ რეფლუქსს, რაც, თავის მხრივ, იწვევს გულისრევისა და ღებინების გაძლიერებას.
რომელი საკვები გვეხმარება დილის ავადმყოფობის დროს?
არ არსებობს მკაცრი წესები იმის შესახებ, თუ რომელი საკვები დაგეხმარებათ, რადგან დილის ავადმყოფობა ყველასთვის განსხვავებულია. საუკეთესოა, ჩაატაროთ ექსპერიმენტი და იპოვოთ ის, რაც კონკრეტულად თქვენთვისაა შესაფერისი.
- შეიძლება თქვენ უპირატესობას მსუბუქ საკვებს ანიჭებთ, როგორიცაა მშრალი ტოსტი, თხილეული ან კრეკერი, რომლებიც ადვილად მოინელება.
- ნახშირწყლების მაღალი და ცხიმების დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტები, როგორიცაა მთელმარცვლოვანი პური, ბრინჯი და მაკარონი, შეიძლება დაგეხმაროთ მადის დაკმაყოფილებაში და სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში.
- თუ ცხელი კერძების სუნი იწვევს გულისრევას, შეეცადეთ, ცხელის ნაცვლად მიირთვათ ცივი. უმი ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო, დაგეხმარებათ ძირითადი ვიტამინების მარაგის შევსებაში. ან რატომ არ უნდა სცადოთ მუჭა კენკრა?
- მრავალფეროვანი ცილის და ბოსტნეულის გამოყენებით მომზადებული წვნიანები შეიძლება სასარგებლო იყოს სხვადასხვა საკვები ნივთიერებების მისაღებად და ხშირად უფრო მსუბუქია კუჭისთვის.
როგორც ყოველთვის, შეეცადეთ დაიცვათ ჯანსაღი, დაბალანსებული ორსულების დიეტა, როცა ეს შესაძლებელია. ან რატომ არ უნდა სცადოთ ეს საკვები ნივთიერებებით მდიდარი სუპერ საკვები?
კარგია თუ არა ჯანჯაფილი ორსულთა დილის ავადმყოფობის დროს?
თუ ახსენებთ, რომ გაწუხებთ დილის ავადმყოფობა, ვიღაც აუცილებლად გირჩევს ჯანჯაფილს. არსებობს არაოფიციალური მტკიცებულება, რომ მსუბუქი და ზომიერი გულისრევა და ღებინება შეიძლება შეიმსუბუქოთ 1,000 მგ ჯანჯაფილის ფესვის სუფთა ექსტრაქტის მიღებით ყოველდღე.
თუმცა, პრაქტიკაში ბევრი მიიჩნევს, რომ ჯანჯაფილს შეუძლია გააუარესოს სიმპტომები მისი მკვეთრი გემოს გამო. ჯანჯაფილს ასევე შეუძლია გაზარდოს მჟავური რეფლუქსი, რაც შემდგომ დისკომფორტს იწვევს.
ჯანჯაფილის გემოს მქონე პროდუქტები, როგორც წესი, არ შეიცავენ საკმარისი რაოდენობის ჯანჯაფილს, რომ რაიმე ეფექტი ჰქონდეთ, ხოლო ტკბილი პროდუქტები, როგორიცაა ჯანჯაფილის ორცხობილები, შეიძლება შეიცავდნენ შაქრის დიდ რაოდენობას, რომელსაც უმჯობესია მოერიდოთ ორსულობისას.
რომელი საკვები აძლიერებს დილის ავადმყოფობას?
არ არსებობს საკვების გარკვეული სია, რომელიც აძლიერებს დილის ავადმყოფობას, რადგან ყველა ადამიანისთვის გამომწვევი სხვადასხვაა. საერთო გამომწვევი ფაქტორებია ცხარე და ცხიმიანი საკვები, ასევე საკვები მძაფრი სუნითა და კოფეინით.
დილის ავადმყოფობა და თქვენი მენტალური ჯანმრთელობა
ორსულთა დილის ავადმყოფობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით, თუ ის სერიოზულია და გიწევთ რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლში დარჩენა.
შეეცადეთ გახსოვდეთ, რომ თქვენი ბრალი არ არის, თუ ავად ხართ, განსაკუთრებით, თუ დაგიდგინდათ ორსულთა ჰიპერემეზისი, რომელიც თქვენგან მაქსიმალურად დასვენებას მოითხოვს.
თუ თავს ძალიან ცუდად გრძნობთ გადაადგილებისთვის ან ჯდომისთვის, რადიოს ან აუდიოწიგნების მოსმენა შესანიშნავი საშუალებაა ყურადღების გადატანისა და სასიამოვნო საქმით დაკავებისთვის.
თუ საავადმყოფოში ან მის გარეთ ხართ, დახმარებისთვის მიმართეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რათა არ გქონდეთ დამატებითი სტრესი ბავშვებზე ფიქრის გამო, რომლებიც უკვე გყავთ. ასევე, თუ ერთ ორსულობაში გაწუხებთ ძლიერი გულისრევა და ღებინება, უფრო დიდი შანსია, რომ შემდგომ ორსულობაშიც შეგაწუხოთ. შეიძლება სასარგებლო იყოს დაორსულებამდე თქვენს ექიმთან, სამსახურთან და პარტნიორთან ერთად გეგმის შედგენა, რათა ადრე შეძლოთ მკურნალობის და დახმარების მიღება.
წაიკითხეთ შემდეგ
- Lee NM, Saha S. Nausea and vomiting of pregnancy. Gastroenterol Clin North Am. 2011;40(2):309–vii.
- NHS. Vomiting and morning sickness in pregnancy. [Online] Available at: https://www.nhs.uk/conditions/pregnancy-and-baby/morning-sickness-nausea/ [Accessed October 2020]
- Koren G et al. The protective effects of nausea and vomiting of pregnancy against adverse fetal outcome – a systematic review. Reprod Toxicol 2014;47:77-80.
- NHS Start 4 Life. Week-by-week guide to pregnancy. [Online] Available at: https://www.nhs.uk/start4life/pregnancy/week-by-week/1st-trimester/week-9/ [Accessed October 2020]
- NHS. Signs and symptoms of pregnancy. [Online] Available at: https://www.nhs.uk/conditions/pregnancy-and-baby/signs-and-symptoms-pregnancy [Accessed October 2020]
- NHS. Your healthy twin pregnancy. 2019. [Online] Available at: https://www.nhs.uk/conditions/pregnancy-and-baby/twins-healthy-multiple-pregnancy/ [Accessed October 2020]
- Pregnancy Sickness Support. Ginger is ineffective for hyperemesis gravidarum, and causes harm: an internet based survey of sufferers. 2015. [Online] Available at: https://www.pregnancysicknesssupport.org.uk/documents/research%20papers/ginger-article.pdf [Accessed October 2020]
Last reviewed: 23rd July 2023
Reviewed by Nutricia’s Medical and Scientific Affairs Team