ჯანსაღი დიეტა ძუძუთი კვების დროს

კითხვის დრო: 5 წუთი

თქვენი კვება ბავშვს აძლევს საშუალებას, მიიღოს  ის ვიტამინები და მინერალები, რომლებიც  აუცილებელია მისი  ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის  მომავალში:   წყლის ბალანსის შენარჩუნებიდან დაწყებული,  ჯანსაღ  დაბალანსებულ კვებამდე  ძუძუთი კვების დროს.  ჯანსაღი კვების შესახებ ჩვენი ცოდნის წყალობით,   Nutricia Club-მა შექმნა ეს სასარგებლო სახელმძღვანელო რაციონის შესახებ ძუძუთი კვების დროს.

детский нагрудник

ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები  «აგემოვნებენ» იმას, რასაც თქვენ მიირთმევთ, ამიტომ მათი  ძუძუზე თავის დანებების და ახალ პროდუქტებთან გაცნობის  გამოცდილება შეიძლება უფრო საინტერესო გახდეს.

рыба

პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვების მიღებას, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია, სარდინი და თინუსი, შეუძლია ხელი შეუწყოს მხედველობის და ტვინის უკეთესად განვითარებას.


добавки

ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას უწევს 10 მკგ D ვიტამინის მიღებას დღეში,   ბავშვის ძვლების განვითარების რისკის შესამცირებლად.

თქვენი შვილი მთელ საკვებს უშუალოდ დედის რძიდან იღებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა საკვები, რომელსაც მიირთმევთ - სალათი ან თინუსის  სტეიკი - თქვენს პატარას  უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებით. ამის წყალობით, ძუძუთი კვებაზე გაზრდილი ჩვილები  შესაძლოა,  უფრო გაბედულები იყვნენ ახალ გემოებთან გაცნობაში, როდესაც საქმე ძუძუზე თავის დანებებამდე მივა.

მაგრამ არა მხოლოდ თქვენი ბავშვი მიიღებს სარგებელს  თქვენი კვების არჩევნით. სწორი რაციონი დაგეხმარებათ, მიიღოთ   სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის საჭირო ენერგია და ვიტამინები.  ხოლო  სწორი რაოდენობით  მოხმარება - არც ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტა - დაგეხმარებათ რძის გამომუშავებაში.

ახლა შესანიშნავი დროა შეამოწმოთ თქვენი რაციონი, რათა დარწმუნდეთ, რომ იღებთ თქვენი ბავშვის ოპტიმალური ზრდისა და განვითარებისთვის  აუცილებელ  ძირითად საკვებ ნივთიერებებს.

რა ვჭამოთ ძუძუთი კვების დროს?


ребенок трогает мать во время кормления грудью 2

თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ არ გჭირდებათ რაიმე ცვლილების შეტანა თქვენს არსებულ  რაციონში, მაგრამ როგორც ორიენტირი, შეეცადეთ, ძუძუთი კვების დროს საკუთარ  კვებაში  გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • მრავალფეროვნება: 5 ულუფა ხილი და ბოსტნეული დღეში-ახალი, გაყინული, გამომშრალი ან დაკონსერვებული.
  • სახამებლის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა  პური მთელმარცვლოვანი ფქვილისგან, მაკარონი, ბრინჯი და კარტოფილი.
  • დიდი რაოდენობით ბოჭკო მთელმარცვლოვნებისგან (ბურღულეული ან პური), პარკოსნებისგან, ხილისა და ბოსტნეულისგან.
  • უცხიმო ხორცის, ფრინველის, თევზის, კვერცხისა და პარკოსნების ცილა.
  • კალციუმი რძის პროდუქტებისგან, როგორიცაა რძე, ყველი და იოგურტი.
  • კვირაში მინიმუმ 2 ულუფა თევზი, ცხიმიანი თევზის ჩათვლით.

მეცნიერული ახსნა

ძირითადი ცხიმოვანი მჟავები

Nutricia-ს ბაზაზე

კვლევებმა აჩვენა, რომ  შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები  ომეგა-3 და ომეგა-6, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება დედის რძეში, მართლაც მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ტვინის, თვალების და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ომეგა-6-ით და ომეგა-3-ით მდიდარი საკვების მიღება, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია, სარდინი და თინუსი, ხელს უწყობს თქვენი ბავშვის მხედველობით, სენსორულ და კოგნიტურ განვითარებას.

კვლევებმა აჩვენა, რომ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, კერძოდ, ომეგა-3 და ომეგა-6, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება დედის რძეში, მნიშვნელოვანია ბავშვის ტვინის, თვალების და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვების დიდი რაოდენობით მიღებას, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია, სარდინი და თინუსი, შეუძლია, ხელი შეუწყოს მხედველობისა და ტვინის უკეთესად  განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ  ნამცხვრებს, ორცხობილას და შოკოლადს შეუძლია დააკმაყოფილოს ტკბილეულისადმი ლტოლვა, შაქრისა და კალორიების მაღალი შემცველობის პროდუქტებს ხშირად არ აქვთ კვებითი ღირებულება.  ენერგიის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის უკეთესია ერთი მუჭა მზესუმზირის  ან გოგრის თესლი ქიშმიშით,  მოცვით ან გოჯის კენკრით.

თუ გსურთ უფრო ნოყიერი საკვების  მიღება, აირჩიეთ მთელმარცვლოვანი პური სალათასთან  და უცხიმო ხორცთან, ორაგულთან, სარდინთან ან გახეხილ ყველთან ერთად;  ბოჭკოთი მდიდარი მარცვლეულის ფანტელები და რძე ან ახალი ხილი და იოგურტი.

რამდენი წყალი უნდა დალიოთ ძუძუთი კვების დროს?

ძუძუთი კვებამ შეიძლება წყურვილის გრძნობა გამოიწვიოს. კვების დროს იქვე იქონიეთ დიდი ჭიქით წყალი. სითხის დალევა ძალზე მნიშვნელოვანია დედის რძის წარმოქმნის შესანარჩუნებლად. ამ მიზეზით, თქვენ უნდა დალიოთ 2 ლიტრი ან 8 ჭიქა დღეში. წყალი საუკეთესოა სითხის ბალანსის შესანარჩუნებლად, მაგრამ, ასევე შეგიძლიათ,  თქვენს  რაციონში დაამატოთ რძე და ხილის  წვენი. 

кормление грудью при малой выработке молока

თავი შეიკავეთ დიდი რაოდენობით მაგარი ჩაისა და ყავის მიღებისგან, რადგან მცირე რაოდენობით კოფეინი შეიძლება რძიდან ბავშვის ორგანიზმში მოხვდეს. დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება,  რადგან ალკოჰოლი ძალიან კარგად აღწევს დედის რძეში და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე.

ვიტამინები და ძუძუთი კვება

ვიტამინი  D, ცნობილი, როგორც მზის ვიტამინი, აუცილებელია ძვლების ნორმალური განვითარებისთვის.  რეკომენდებულია 10 მკგ დღეში,  ბავშვის ძვლების განვითარების რისკის შესამცირებლად, როგორიცაა რაქიტი. 

წონის კლება ძუძუთი კვების დროს

ძუძუთი კვება  დაახლოებით 500 კალორიას  წვავს დღეში და, შესაბამისად, დაგეხმარებათ ორსულობის დროს მომატებული  წონის დაკლებაში. ვინაიდან თქვენი რძე  თქვენს პატარას უზრუნველყოფს  ყველა  საკვები ნივთიერებით, უნდა დარწმუნდეთ, რომ იღებთ ყველაფერს, რაც  აუცილებელია  თქვენი რაციონისთვის,  რათა უზრუნველყოთ თქვენი ბავშვის საუკეთესო ზრდა და განვითარება. ამიტომ, ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული რაციონის  ზედმეტად შეზღუდვა. თუმცა, ნორმალური დიეტის დაცვამ  ყველა აუცილებელი  ნუტრიენტით,  უნდა განაპირობოს  ბავშვის  წონის ჯანსაღი მატება. 

  1. Beauchamp G and Mennella J. Digestion. 2011;83(Suppl 1):1– 6.
  2. European Food Safety Authority Panel on Dietetic Products, Nutrition and Allergies. Scientific opinion: DHA and ARA and visual development. EFSA Journal 2009;941:1-14.
  3. NHS– Breastfeeding and diet -Your pregnancy and baby guide [Online] Available at: https://www.nhs.uk/conditions/pregnancy-and-baby/breastfeeding-diet/ [Accessed December 2019]
  4. Aaltonen, J., et al. Eur J Clin Nutr, 2010;65(1):10-19.
  5. Amir, L., & Donath, S. Early Hum. Dev., 2012;88(7):467-471.
  6. Marangoni, F. et al. Nutrients, 2016;8(10) :629
  7. Morse, J., et al. Can J Public Health., 1992;83(3):213-6.
  8. Guidelines for perinatal care. 7th American Academy of Pediatrics and the American College of Obstetricians and Gynecologists; Washington, DC: 2012.
  9. Jarlenski, M. et al. Preventive medicine, 2014;69:146–150

ბოლო განახლება: 13 ივლისი, 2020  წ.

მომზადებულია Nutricia-ს სამედიცინო და სამეცნიერო საკითხთა გუნდის მიერ

эксперты

თქვენი შვილის ჯანმრთელი მომავალი ყალიბდება ახლა

 Nutricia Club-ში  ჩვენ გვჯერა, რომ გამოცდილება ხელს უწყობს ადაპტაციის განვითარებას და ყოველმა  შეჯახებამ ახალ გარემოებებთან - ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ - შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ბავშვის მომავალ განვითარებაზე. ჩვენი კომპეტენტური ექსპერტების  და ჩვენი სპეციალისტების 24 საათიანი მუშაობის  წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს შვილს ხვალინდელ დღეზე ზრუნვაში.

გაეცანით სტატიებს

დაგვიკავშირდით

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და დასვათ შეკითხვები ჩვენს სოციალურ მედიაში.

Facebook

ელფოსტა

x