Nutricia-ს შესახებ

ჩვილთა მოვლის 100 წელზე მეტხნიანი, დედის რძის 50 წლიანი კვლევების და ადრეულ ასაკში ბავშვთა კვების  გამოცდილების წყალობით, Nutricia Early Life Nutrition აერთიანებს მეცნიერებას და გამოცდილებას მშობლების, მეურვეების და სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად. 

როგორც კომპანია, მუდმივად ვცდილობთ, განვვითარდეთ ყველა მიმართულებით-დედებისთვის, ჩვილებისა და წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის  განკუთვნილი პროდუქციიდან, მშობლების და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერიდან დაწყებული, ადრეული ასაკის ბავშვთა კვების განვითარებისთვის ხელის შეწყობამდე. სწორედ ამიტომ, ჩვენი კვლევები არასდროს ჩერდება.  Nutricia-ში  ჩვენ ვცდილობთ, აქტიურად შევუწყოთ ხელი  ახალ აღმოჩენებსა და კვლევებს ადრეული ასაკის ბავშვთა კვების სფეროში. 

ჩვენი შრომის შედეგები უფლებას გვაძლევს:

  • მშობლებს და სამედიცინო პერსონალს შევთავაზოთ მათთვის სასარგებლო ინფორმაცია და  საკონსულტაციაო მომსახურება.
  • შევქმნათ სასარგებლო კვების პროდუქტები, რომლებიც დადებითად მოქმედებს როგორც ჩვილების და  წლის ზემოთ ასაკის ბავშვთა მიმდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე მათ მომავალ კეთილდღეობაზე.
  • წვლილი შევიტანოთ უამრავ კვლევაში, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ჯანმრთელობის ჩამოყალიბებას დღეს და მომავალში.
  • Nutricia არის კომპანია Danone-ის ნაწილი, ამიტომ ჩვენი მუშაობა ასახავს ჩვენს საერთო მისიას: რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუტანოთ ჯანმრთელობა საკვები პროდუქტების საშუალებით,  კონკრეტულად მომავალ დედებს და მათ, რომლებიც უკვე არიან დედები, ჩვილებს და წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს.  ადრეულ ასაკში ბავშვთა კვების სფეროში მომუშავე სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა და სწავლება ასევე წარმოადგენს ჩვენი ფილოსოფიის მნიშვნელოვან ნაწილს.

კომპანია Nutricia-ში  პრიორიტეტულია საკვები პროდუქტების ხარისხი და უსაფრთხოება.  ჩვენ გვაქვს მკაცრი პოლიტიკა წარმოების პროცესის თითოეულ ეტაპთან დაკავშირებით, და ჩვენი თითოეული თანამშრომელი ცდილობს დაგვეხმაროს, რათა ვიყოთ მხოლოდ ხარისხის მაღალი სტანდარტების შესაბამისები.  

როგორც კომპანიას, რომელიც მუშაობს ჯანმრთელობის საკითხებზე,  გვაქვს ძალიან სერიოზული დამოკიდებულება ჩვენი სოციალური პასუხისგებლობის მიმართ.  წარმოების ყველა შესაძლო პროცესში ეკოლოგიურად უსაფრთხო პროცესების გამოყენებით, ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს შეხედულებებს პრაქტიკაში, მხარს ვუჭერთ ლოკალურ და ფართო საზოგადოებას ჩვენი მიმდინარე ინიციატივებით ჯანდაცვის სფეროში. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-საიტს  eln.nutricia.co.uk

დაგვიკავშირდით

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და დასვათ შეკითხვები ჩვენს სოციალურ მედიაში.

Facebook

ელფოსტა

x