«სუპერგმირი» თქვენი ორსულობისთვის
ფაქტები ფოლიუმის მჟავას შესახებ
ცნობილია, რომ ფოლიუმის მჟავა ამცირებს ნერვული მილის დეფექტების რისკს და ხელს უწყობს სისხლის წითელი სხეულების გამომუშავებას. გაიგეთ მეტი ამ «სუპერგმირის» შესახებ და თუ რატომ უნდა დაიწყოთ ფოლიუმის მჟავას მიღება ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე.
გეხმარებათ თუ არა ფოლიუმის მჟავა დაორსულებაში?
ბევრ დედას აინტერესებს, დაეხმარება თუ არა ფოლიუმის მჟავა დაორსულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ვერ დაგეხმაროთ ბავშვის ჩასახვაში, გავრცელებულია მოსაზრება, რომ ფოლიუმის მჟავა უკიდურესად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ნერვული მილის განვითარებისთვის ორსულობის ადრეულ ეტაპებზე. ამ მიზეზით, იგი ითვლება აუცილებელ ვიტამინად ყველა ქალისთვის ორსულობის დაგეგმვისა და მუცლადყოფნის ეტაპებზე 4.
რატომ არის ფოლიუმის მჟავა ასე მნიშვნელოვანი ორსულობის ადრეულ ეტაპზე
ემბრიონის ნერვული მილი - ზურგის ტვინი და ნერვული სისტემა - უკვე იწყებს განვითარებას მისი სიცოცხლის პირველ თვეში. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დაცვა ნერვული მილის დეფექტების წარმოქმნის ალბათობის შემცირებით, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ.
ფოლიუმის მჟავას მიღება ორსულობის დაგეგმვისას და ორსულობის დროს ხელს უწყობს ნერვული მილის დეფექტების თავიდან აცილებას 10 შემთხვევიდან დაახლოებით 7-ში.
კვლევებმა აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავას მიღება ამ პერიოდში ეხმარება ნერვული მილის განვითარებას თავის ტვინში, ასევე ამცირებს ისეთი დეფექტის განვითარების რისკს, როგორიცაა სპინა ბიფიდა (ასევე ცნობილია როგორც ხერხემლის გაყოფა1).
რა არის სპინა ბიფიდა?
სპინა ბიფიდა ხდება მაშინ, როცა ხერხემალი და ზურგის ტვინი სათანადოდ არ ვითარდება და მათში წარმოიქმნება ნაპრალი. ვინაიდან ზურგის ტვინი მთელ სხეულს აკავშირებს თავის ტვინთან, ამან შეიძლება მრავალი გართულება გამოიწვიოს1.
ნერვული მილის განვითარებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს თავის ტვინის განვითარებაზე.
სპინა ბიფიდას ზუსტი მიზეზები ბოლომდე არაა შესწავლილი, მაგრამ ითვლება, რომ მისი წარმოქმნის მიზეზები შეიძლება იყოს ფოლიუმის მჟავას არასაკმარისი მიღება ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე, მემკვიდრული, ზოგიერთი სახეობის მედიკამენტები, დიაბეტი და სიმსუქნე.
რა გართულებები შეიძლება იყოს?
სპინა ბიფიდასთან დაკავშირებულ გართულებებს მიეკუთვნება:
კოგნიტური დარღვევები, მათ შორის ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები, სირთულეები ამოცანებისა და პრობლემების გადაჭრაში, მოძრაობის მხედველობით-მოტორული კოორდინაციის დარღვევები (მაგ; ფეხსაცმლის თასმების შეკვრის სირთულე).
მოძრაობის პრობლემები-იმის გამო, რომ სპინა ბიფიდა იწვევს თავის ტვინის დაზიანებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების უმეტესობა იყენებს გადაადგილების დამხმარე საშუალებებს ან ინვალიდის ეტლსაც კი.
შარდის ბუშტთან და ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები – თავის ტვინიდან ზურგის ტვინის გავლით შარდის ბუშტთან მიმავალი ნერვული კავშირების დაზიანებისას შეიძლება წარმოიშვას შარდის და განავლის შეუკავებლობა.
მიიღეთ აუცილებელი რაოდენობის ფოლიუმის მჟავა საჭირო დროს
ნერვული მილის დეფექტების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია დღეში 400 მკგ (0,4 მგ) ფოლიუმის მჟავას მიღება. კურსის დასაწყებად საუკეთესო დროა - ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შეწყვეტისთანავე და ორსულობის მე-12 კვირამდე. ასევე შეგიძლიათ დაიწყოთ ფოლიუმის მჟავას მიღება, როგორც კი გაიგებთ, რომ ორსულად ხართ - ამ ეტაპზე თქვენ ისევ შეგიძლიათ შეუწყოთ ხელი თქვენი მომავალი შვილის ჯანსაღ განვითარებას.
თუმცა, თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ფოლიუმის მჟავას მიღება ორსულობის შემდგომ ეტაპებზე. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, რომელთა დროსაც შეისწავლეს ფოლიუმის მჟავას გავლენა ბავშვის ვადაზე ადრე დაბადების ალბათობაზე, ქალებში, რომლებიც იღებდნენ ამ ვიტამინს ერთი წლის განმავლობაში ჩასახვამდე, მნიშვნელოვნად შემცირდა ნაადრევი მშობიარობების რიცხვი.
დედები, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი მხარდაჭერა
ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ფოლიუმის მჟავას უფრო მაღალი დოზა - 5 მგ დღეში 4. ჩვეულებრივ ეს კეთდება შემდეგი მიზნებისთვის:
- თქვენ უკვე იყავით ორსულად ადრე.
- თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს გამოგივლინდათ ზურგის ტვინის დეფექტი.
- იღებთ ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტს.
- გაქვთ ჭარბი წონა, რომლის დროსაც თქვენი სხეულის მასის ინდექსი 30 ერთეულზე მეტია.
- გაქვთ ცელიაკია (გლუტენის აუტანლობა), დიაბეტი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ან თალასემია (კულის ანემია) 3.
- NHS UK. Spina bifida [Online]. Available at: www.nhs.uk/conditions/Spina-bifida/Pages/Introduction.aspx[Accessed May 2014]
- NHS UK. Causes of spina bifida [Online]. Available at: www.nhs.uk/Conditions/Spina-bifida/Pages/Causes.aspx [Accessed May 2014]
- Patient UK. Diet and lifestyle during pregnancy [Online]. Available at: http://patient.info/health/diet-and-lifestyle-during-pregnancy [Accessed May 2014]
- NHS UK. Vitamin and nutrition in pregnancy [Online]. Available at: www.nhs.uk/conditions/pregnancy-and-baby/pages/vitamins-minerals-supplements-pregnant.aspx [Accessed July 2014]
ბოლო განახლება: 4 ივნისი, 2016 წ.
თქვენი შვილის ჯანმრთელი მომავალი ყალიბდება ახლა
Nutricia Club-ში ჩვენ გვჯერა, რომ გამოცდილება ხელს უწყობს ადაპტაციის განვითარებას და ყოველმა შეჯახებამ ახალ გარემოებებთან - ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ - შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ბავშვის მომავალ განვითარებაზე. ჩვენი კომპეტენტური ექსპერტების და ჩვენი სპეციალისტების 24 საათიანი მუშაობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს შვილს ხვალინდელ დღეზე ზრუნვაში.