თქვენი ბებიაქალი გაგესაუბრებათ თქვენ და თქვენს პარტნიორს საფენის პირველი გამოცვლის შესახებ, მაგრამ ამის შემდეგ უკვე პროცესის მსვლელობაში ისწავლით. საბედნიეროდ, მცირე მომზადებით მუდმივ პრაქტიკასთან ერთად (დაახლოებით 12-ჯერ დღეში), მალე ექსპერტი გახდებით.
როგორ შეცვალოთ ბავშვის საფენი
სრული სახელმძღვანელო ბავშვის საფენების შესახებ
საფენის პირველი შეცვლა შეიძლება ცოტა რთული იყოს. თქვენ მოგიწევთ ფეხების დარტყმებთან და მეკონიუმის კუპრისმაგვარ სტრუქტურასთან შეგუება. შემდეგ თავი უნდა აარიდოთ ჭიპლარის დამჭერს და შეეგუოთ ფაქტს, რომ ბავშვი თითქმის აუცილებლად მოშარდავს, როგორც კი საფენს გახდიან-განსაკუთრებით თუ ბიჭი გყავთ. ჩვენი სახელმძღვანელო დაგეხმარებათ, რომ დაეუფლოთ ამ მნიშვნელოვან უნარს.
შეცვლის დროა?
ერთჯერადი საფენის გამოცვლა
- დაიბანეთ ხელები საპნით და თბილი წყლით.
- დააწვინეთ ბავშვი რბილ, უსაფრთხო, წყალგამძლე ზედაპირზე და გახადეთ ტანსაცმელი.
- გახსენით ჭუჭყიანი საფენი. ერთი ხელით დაიჭირეთ ბავშვის ფეხები, საფენის ქვეშ კანი გაწმინდეთ სველი ბამბით ან ხელსახოცით. კარგად გაამშრალეთ.
- მოაშორეთ ჭუჭყიანი საფენი თქვენს პატარას და სწრაფად შეცვალეთ ის სუფთა საფენით.
- აწიეთ სუფთა საფენის წინა მხარე და დაამაგრეთ წებოვანი სამაგრებით.
- იმისთვის, რომ მოერიდოთ ჭიპს, საფენის წინა ნაწილი გადმოკეცეთ ქვემოთ.
- გადაახვიეთ ჭუჭყიანი საფენი და შეკარით წებოვანი სამაგრებით.
- ჩააცვით ბავშვს.
- საფენი მოათავსეთ ერთჯერად პარკში, ჩააგდეთ ნაგვის ურნაში და დაიბანეთ ხელები.
გამოსაცვლელი ადგილი
როცა საქმე საფენის შეცვლამდე მივა, მომზადება შედეგიანია. კეთილმოწყობილ გამოსაცვლელ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს. სანამ საფენის შეცვლას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ყველაფერი ხელთ გაქვთ, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი არეულობა.
სად შევცვალოთ საფენი?
როცა სახლში ხართ, შეგიძლიათ სახლის ნებისმიერ ადგილას მოაწყოთ გამოსაცვლელი კუთხე. პირველ დღეებში მოსახერხებელია გამოსაცვლელი მაგიდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ დიდი დრო გაატროთ მოხრილმა, თუმცა ეს აუცილებელი არაა. თუ თქვენ გაქვთ გამოსაცვლელი ფარდაგი, შეგიძლიათ საფენი შეცვალოთ იატაკზე ნებისმიერ ოთახში და რეალურად ეს უფრო უსაფრთხოა, როცა ბავშვი უფრო მოძრავი გახდება. ასევე სასარგებლოა ნიჟარასთან სწრაფი წვდომა. ეს ყველაფერი იმაზეა, თუ რა არის თქვენთვის უფრო მარტივი.
ერთჯერადი საფენის შესაცვლელად საჭირო ნივთები
- დასაფენი
- საპონი ხელების დასაბანად
- სუფთა საფენები
- ბამბის ბურთულები
- ჭურჭელი ადუღებული და შემდეგ გაგრილებული წყლით
- სუფთა გამოსაცვლელი ტანსაცმელი (და სათადარიგო ნაკრები ყოველი შემთხვევისთვის!).
შეგიძლიათ გამოიყენოთ საბავშვო ხელსახოცები, მაგრამ თავიდან კარგია ბამბა და წყალი, რომელიც არ გააღიზიანებს ახალშობილის ნაზ კანს. ასევე სასარგებლოა ერთჯერადი პაკეტები, რათა დაიცვათ ჰიგიენური წესები საფენების გადაგდებისას.
სახლის გარეთ
თქვენ დაგჭირდებათ საფენის გამოსაცლელად გამოსაყენებელი პირველადი საჭიროების ნივთების კიდევ ერთი ნაკრები ჩანთაში, რომლის ტარებასაც შეძლებთ სახლიდან გასვლისას. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ, კომპაქტურ დასაფენს. ეს ნივთები შეიძლება აღმოჩნდნენ ნამდვილი მხსნელები, როცა გზაში ხართ.
რატომ იცვლის ფერს ჩემი ახალშობილის განავალი?
თქვენი შვილის განავალი საკმაოდ მკვეთრად შეიცვლის ფერს პირველი კვირის განმავლობაში და არ დაემსგავსება ზრდასრულის განავალს, სანამ ბავშვი არ დაიწყებს ძუძუზე თავის დანებებას 6 თვიდან და შემდეგ.
რა არის მეკონიუმი?
მეკონიუმი არის ჩვილის პირველი განავალი. ის შეიცავს ისეთ ნარჩენ პროდუქტებს, როგორიცაა ლორწო, ნაღველი, უჯრედები, ამნიონური სითხე და ლანუგო (ღინღლი). ის ასევე ინარჩუნებს ბავშვის ნაწლავს "გაბერილს", რომ მზად იყოს მოქმედებისთვის დაბადების შემდეგ. მეკონიუმი არის მომწვანო-შავი, წებოვანი, კუპრისმაგვარი და ძნელად სცილდება კანს. მიუხედავად იმისა, რომ გამოიყურება არასასიამოვნოდ, მას არ აქვს სუნი, რადგან მასში არაა ბაქტერიები. მეკონიუმის გამოყოფა მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ის აჩვენებს, რომ ბავშვის ნაწლავი მუშაობს სათანადოდ.
რა ცვლილებები უნდა მაღელვებდეს?
ჩვილების მუცელი ნაზია და მათი განავლის ფერი, სტრუქტურა და სუნი შეიძლება საკმაოდ ხშირად იცვლებოდეს, რაც ართულებს "ნორმის" განსაზღვრას. გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება არის დიარეა, ყაბზობა ან სისხლიანი განავალი. თუ ეს ერთჯერადი შემთხვევაა, შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს ბავშვის რაციონის ცვლილებასთან. მაგ; ნარევზე გადასვლამ შესაძლოა გამოიწვიოს უფრო სქელი განავალი, რომელიც დაკავშირებულია ყაბზობასთან. დეჰიდრატაციამ ასევე შეიძლება ყაბზობა გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, აიძულებს ბავშვს გაიჭინთოს, რაც იწვევს სისხლდენას. თუ შენიშნავთ ხშირ ან უწყვეტ ფაღარათს, ყაბზობას ან სისხლიან განავალს, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვის განავლის ფერი
რამდენად ხშირად უნდა გამოვუცვალოთ ახალშობილს საფენი?
პირველი ან ორი დღის განმავლობაში შეგიძლით გამოიყენოთ რამდენიმე საფენი, მაგრამ კვირის ბოლოს საფენის რაოდენობა, სავარაუდოდ, 6-დან 12-მდე გაიზრდება. უმეტესობა უბრალოდ სველი იქნება 2, თუმცა ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს უფრო მეტჯერ აქვთ ნაწლავთა მოქმედება, ვიდრე ბავშვებს, რომლებიც ნარევით იკვებებიან. ბავშვმა შეიძლება იტიროს, თუ თავს არაკომფორტულად გრძნობს ჭუჭყიან საფენში, ხოლო ზოგიერთ ერთჯერად საფენს აქვს ტენიანობის ინდიკატორი, რომელიც შეგატყობინებთ, როდისაა შეცვლის დრო.
მრავალჯერადი საფენები თუ ერთჯერადი საფენები
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რთულ დილემად მოგეჩვენოთ, უნდა აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები და აირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. ერთჯერადი საფენები არის სწრაფი, მარტივი, მოსახერხებელი, კარგად შთანთქავს სითხეს და თავიდან შეძენა იაფია. მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის საფენები მოითხოვს წინასწარ ინვესტიციას, მაგრამ ხშირად უფრო იაფია გრძელვადიან პერსპექტივაში და შეიცავს ნაკლებ ქიმიკატებს. თუმცა, ისინი საჭიროებენ რეგულარულ რეცხვას და გაშრობას. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერადი გამოყენების საფენები ნამდვილად ამცირებენ ნარჩენების რაოდენობას ნაგავსაყრელზე, ბოლო ანგარიშმა აჩვენა, რომ მუდმივმა რეცხვამ და გაშრობამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი ნახშირბადის გამოყოფა, ვიდრე ერთჯერადებმა. უფრო ეკოლოგიურად სუფთა ერთჯერადი საშუალებები გვთავაზობს სხვა ვარიანტს, მაგრამ მაინც დაემატება ნაგავსაყრელს თუ სწორად არ მოხდა მათი კომპოსტირება. თუ გსურთ დაიცვათ ეკოლოგია, ჩაატარეთ საკუთარი კვლევა, მოერიდეთ ქსოვილის საფენების დუღილს ან საშრობ მანქანაში გაშრობას და ეცადეთ, არ გამოიყენოთ ისინი ერთზე მეტი ბავშვისთვის. .
უნდა გავაღვიძო თუ არა ბავშვი ღამით საფენის გამოსაცვლელად?
ბავშვის ჭუჭყიან საფენში დიდხანს დატოვებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ საფენი რაც შეიძლება მალე უნდა გამოუცვალოთ. თუ საფენის შეცვლა ღამით გინდათ და ბავშვს სძინავს, შეიძლება ისე სცადოთ, რომ ბავშვი არ გააღვიძოთ. ეცადეთ, არ აანთოთ სინათლე და იყავით განსაკუთრებულად ფრთხილად, რომ საფენის გამოცვლისას არ გააღვიძოთ პატარა.
შემდეგი ნაბიჯები
- თქვენ დაგჭირდებათ საფენის გამოსაცლელად გამოსაყენებელი პირველადი საჭიროების ნივთების წაღება საავადმყოფოში. დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, რისი წაღება დაგჭირდებათ თან, წაიკითხეთ ჩვენი საავადმყოფოს ჩანთის საკონტროლო სია.
- შეავსეთ გამოსაცვლელი მაგიდა საკმარისი მარაგით-- საფენები და ხელსახოცები ხშირად უფრო იაფი ჯდება, თუ მათ დიდი რაოდენობით ყიდულობთ.
- მოამზადეთ კალათა ან ყუთი, რომელშიც გექნებათ გამოცვლის დროს დასაფენი, საფენები, ბამბა და სათადარიგო ჩასაცმელი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის.
- ისწავლე საფენის შეცვლა. ივარჯიშე სათამაშო დათუნიაზე ან სთხოვე სხვა მეგობარ მშობლებს, რათა გიჩვენონ, როგორ აკეთებენ ამას.
მსგავსი სტატიები
გაიგეთ მეტი თქვენი ბავშვის შესახებ
სტატიის შესახებ
- NCT. Newborn baby poo in nappies: what to expect [Online]. 2015. Available at: http://www.nct.org.uk/parenting/whats-your-babys-nappy [Accessed March 2017]
- Shevlov SP, Altmann TR. Caring for Your Baby and Young Child: Birth to Age 5-6th ed. American Academy of Pediatrics: New York, 2014.
- Environment Agency. An updated lifecycle assessment for disposable and reusable nappies [Online]. 2008. Available at: https://www.gov.uk/government/publications/an-updated-lifecycle-assessment-for-disposable-and-reusable-nappies[Accessed March 2017]
- NHS. Nappy rash [Online] 2018. Available at: https://www.nhs.uk/conditions/pregnancy-and-baby/nappy-rash/ [Accessed June 2020]
Last reviewed: 06th July 2020
Reviewed by Nutricia’s Medical and Scientific Affairs Team