ორსულთა ჰიპერემეზისი შეიძლება საშიში და დამთრგუნველი მდგომარეობა იყოს მომავალი მშობლებისთვის. იმის ყურებამ, თქვენი პარტნიორი რამდენიმე დღეში როგორ იქცევა ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანიდან მძიმე ავადმყოფად, შესაძლოა თავი დაკარგულად და დაბნეულად გაგრძნობინოთ, და რაც მთავარია, არ იცოდეთ, როგორ დაეხმაროთ მას.
პირველ რიგში, ფრთხილად იყავით, ნუ შეამცირებთ ჩართულობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ ღირს, სიმპტომები შეიძლება იყოს სრულიად მტანჯველი. შეეცადეთ, მაქსიმალურად დაეხმაროთ სახლშიც და ბავშვებთან დაკავშირებითაც, რათა მისცეთ მეტი დასვენების საშუალება.
ამ მდგომარეობის მქონე ქალის პარტნიორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლია, იყოს დამცველი. მასთან ერთად იარეთ მიღებაზე და დაარწმუნეთ, რომ ექიმს ესმის, რამდენად ცუდადაა ის. თუ შეგიძლიათ, გამოიყენეთ რაოდენობრივი მაჩვენებლები, მაგ; "მან დალია 200 მლ სითხე 24 საათის განმავლობაში" ან " მარტო დღეს დილით მან 10-ჯერ აღებინა ".
ორსულთა ჰიპერემეზისის შესახებ ინფორმაციისთვის პარტნიორებს შეუძლიათ დარეკონ Pregnancy Sickness Support -ის დახმარების ხაზის ნომერზე 024 7638 2020, და ჩემს წიგნში Hyperemesis Gravidarum – The Definitive Guide-არის სპეციალურად პარტნიორებისთვის განკუთვნილი განყოფილება.