კითხვის დრო: 8 წუთი
სამწუხაროდ, ორსულობის დროს შეიძლება დაგჭირდეთ ზოგიერთი თქვენი საყვარელი საკვების რაციონიდან ამოღება, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდეს ტოქსინებს ან შეეძლოთ კვებითი მოწამვლის რისკის გაზრდა. გაიგეთ, რომელ საკვებს უნდა მოერიდოთ და რომელი საკვებისა და სასმელის მიმართ უნდა იყოთ ფრთხილად ორსულობის დროს.
რისი ჭამა არ შეიძლება ორსულობის დროს
იმის ცოდნა, თუ რომელ საკვებს უნდა ერიდოთ ორსულობის დროს, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკვები ნივთიერებების სწორი ბალანსი. ზოგიერთ საკვებს შეიძლება ჰქონდეს კვებითი მოწამვლის გაზრდილი რისკი, ზოგი კი შეიცავს ტოქსინებს, რომელსაც, უმჯობესია, თავი აარიდოთ.
საკვები, რომელზეც უარი უნდა თქვათ ორსულობის დროს
კვებითი მოწამვლა არა მხოლოდ უსიამოვნოა თქვენთვის, არამედ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თქვენი ბავშვის ჯანმრთელობასაც. ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია, ორსულობის დროს დიდი ყურადღება მიაქციოთ თქვენს კვებას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ საკვების მომზადებისას და მოერიდოთ პროდუქტებს, რომლებიც დაკავშირებულია ლისტერიოზის-კვებითი მოწამვლის სახეობის- რისკთან.
ლისტერიოზი გამოწვეულია Listeria monocytogenes — ბაქტერიით, რომელიც ბუნებრივად გვხვდება გარემოში და არის ნიადაგსა და წყალში. ის შეიძლება შეგვხვდეს პროდუქტებში, რომლებიც ნიადაგის და წყლის ზემოქმედებას განიცდიან, ან ბაქტერიების გადამტან ცხოველურ პროდუქტებში, როგორიცაა ხორცი და რძის ნაწარმი, ასევე გადამუშავებულ ცხოველურ პროდუქტებში, როგორიცაა რბილი ყველი და გამომშრალი ხორცის ნაჭრები.
ორსულობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული შემდეგი საკვები:
- ცუდად მომზადებული ან მოუხარშავი ხორცი— ხორცი კარგად უნდა იყოს მომზადებული ტოქსოპლაზმოზის პოტენციური რისკის გამო.
- უმი მოლუსკები, მაგალითად, ხამანწკები.
- გამომშრალი ხორცი— სალიამი, ჩორიზო, პეპერონი ან ლორი, თუ ისინი არაა მომზადებული.
- არაპასტერიზებული რძე, იოგურტი ან ყველი, ბრის, კამამბერის ან ლურჯი ყველის ჩათვლით.
- თევზი-ხმალთევზა, სარდინი და ზვიგენი— ისინი შეიცავენ ვერცხლისწყალს, რომელსაც, დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, შეუძლია თქვენი შვილის ნერვული სისტემის დაზიანება. თინუსი ასევე შეიცავს ვერცხლისწყალს, ამიტომ შეზღუდეთ მისი გამოყენება- 140 გრამიანი 4 ქილა ან 2 ახალი სტეიკი-თითო 170 გრ-მდე-კვირაში.
- ღვიძლი და ღვიძლის პროდუქტები, როგორიცაა პაშტეტი— ისინი შეიცავენ A ვიტამინს, რომელსაც, ჭარბი რაოდენობით მოხმარებისას, შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას. გაიგეთ მეტი A ვიტამინის როლის შესახებ ორსულობის დროს.
სხვა საკვები და სასმელები, რომელთა შესახებ უნდა გახსოვდეთ
კვერცხი
თუ თქვენ ღელავთ, რომ შეიძლება დაგჭირდეთ ორსულობის დროს შეწყვიტოთ თოხლო, შემწვარი ან რბილად მოხარშული კვერცხის მიღება, სასიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ ბოლო დროს შეიცვალა რეკომენდაციები ორსულობის დროს ნაწილობრივ მოხარშულ კვერცხთან დაკავშირებით. გაიგეთ მეტი იმის შესახებ, როგორ ჭამოთ კვერცხი ორსულობის დროს.
ალკოჰოლი
ნებისმიერი ალკოჰოლი, რომელსაც სვამთ, პლაცენტის მეშვეობით აღწევს ბავშვამდე. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, ორსულობის დროს ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ბავშვის განვითარებაზე, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად საშიშია ეს. გაიგეთ მეტი ორსულობის დროს ალკოჰოლის გამოყენების შესახებ.
ყავა
კოფეინი გაივლის პლაცენტას, ამიტომ თქვენი ბავშვი განიცდის იმავე ეფექტს, რასაც თქვენ. მისი გულისცემა ჩქარდება და იზრდება აგზნებადობა. გაიგეთ მეტი ორსულობის დროს კოფეინისა და მასი შემცველობის მქონე სხვადასხვა საკვებისა და სასმელის შესახებ.
ნაჯერი ცხიმები
ზოგიერთი ცხიმი აუცილებელია თქვენი შვილის ზრდისა და განვითარებისთვის, ამავე დროს, სხვებს შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე და უნდა შეიზღუდოს ისინი ორსულების რაციონში.
იდეალურ შემთხვევაში, ცხიმები უნდა შეადგენდეს კალორიების დღე-ღამური ნორმის არაუმეტეს 35%-ს. ბევრი ადამიანი იკვებება ამ ლიმიტის ფარგლებში, მაგრამ არსებობს ტენდენცია, რომ მოიხმაროს ძალიან ბევრი ნაჯერი ცხიმი და არასაკმარისი ჯანსაღი ცხიმი.
ნაჯერ ცხიმებს შეუძლიათ სისხლში ქოლესტერინის დონის გაზრდა, რაც დაკავშირებულია გულის დაავადებების რისკთან. ძალიან ბევრი ნაჯერი ცხიმის მიღებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი წონის მომატება ორსულობის დროს.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ნაჯერი ცხიმები უნდა შეადგენდეს კალორიების მაქსიმუმ 11%-ს, რაც დაახლოებით 20 გ-ის ეკვივალენტურია.
შემდეგი საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით ნაჯერ ცხიმებს:
- ხორცის ცხიმიანი ნაჭრები
- ცხიმიანი რძის პროდუქტები
- ტორტები
- ნამცხვრები
- ჩიფსები
- ნაღები და ნაყინი
ტრანსცხიმები
ტრანსცხიმები-ესაა ხელოვნურად შექმნილი ცხიმები, რომლებიც გამოიყენება საკვები პროდუქტების წარმოებაში. ისინი ზრდიან შენახვის ვადას და პროდუქტების გემოს სტაბილურობას. ტრანსცხიმების მცირე რაოდენობა ბუნებრივად შედის ხორცის და რძის პროდუქტებში, ასევე ჰიდროგენიზებული მცენარეული ცხიმების შემცველ პროდუქტებში. მარგარინი, მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული პოპკორნი და ზოგიერთი ბრენდის კრეკერი შეიძლება შეიცავდეს ტრანსცხიმებს, ამიტომ უმჯობესია, შეამოწმოთ შემადგენლობა ეტიკეტზე. ტრანსცხიმებს ასევე შეუძლიათ ქოლესტერინის დონის გაზრდა, რაც ზრდის გულის დაავადებების რისკს.
უსაფრთხოა თუ არა მიწის თხილი ორსულობის დროს?
თუ თქვენ არ გაქვთ ალერგია მიწის თხილზე ან ექიმს არ ურჩევია, გამორიცხოთ ის თქვენი რაციონიდან, მიწის თხილი და მისი შემცველი პროდუქტები ახლა უსაფრთხოდ ითვლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. სამეცნიერო კვლევების მიმოხილვის შემდეგ, არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება დედის მიერ მიწის თხილის მოხმარებასა და ბავშვში ალერგიის განვითარებას შორის კავშირის შესახებ.
რჩევები კვების ჰიგიენის შესახებ
საკვების უსაფრთხოდ მომზადება უკიდურესად მნიშვნელოვანია ორსულობის დროს საკვებით გამოწვეული დაავადებების თავიდან ასაცილებლად. რეკომენდებულია, დაიბანოთ ხელები საკვების მომზადებამდე და შემდეგ, ასევე საგულდაგულოდ გარეცხოთ ხილი და ბოსტნეული. მირთმევამდე, ყოველთვის შეამოწმეთ, რომ მზა კერძები, გაცხელებული საკვები ან კერძები რესტორანში იყოს კარგად მომზადებული.
- NHS. Foods to avoid during pregnancy [Online]. 2017. Available at: www.nhs.uk/chq/Pages/917.aspx?CategoryID=54 [Accessed February 2020]
- NHS. Listeriosis [Online]. 2017. Available at: www.nhs.uk/conditions/listeriosis/ [Accessed February 2020]
- NHS. Fish and shellfish [Online]. 2018. Available at: www.nhs.uk/live-well/eat-well/fish-and-shellfish-nutrition/ [Accessed February 2020]
- NHS. Drinking alcohol while pregnant [Online]. 2020. Available at: www.nhs.uk/conditions/pregnancy-and-baby/alcohol-medicines-drugs-pregnant/ [Accessed February 2020]
- NHS. Fat – the facts [Online]. 2017. Available at: www.nhs.uk/Livewell/Goodfood/Pages/Fat.aspx [Accessed February 2020]
- British Nutrition Information. Fats Explained [Online]. 2017. Available at: www.nutrition.org [Accessed February 2020]
- NHS. Trans-fat [Online]. 2008. Available at: www.nhs.uk/ [Accessed February 2020]
ბოლო განახლება: 29 მაისი, 2020 წ.
თქვენი შვილის ჯანმრთელი მომავალი ყალიბდება ახლა
Nutricia Club-ში ჩვენ გვჯერა, რომ გამოცდილება ხელს უწყობს ადაპტაციის განვითარებას და ყოველმა შეჯახებამ ახალ გარემოებებთან - ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ - შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ბავშვის მომავალ განვითარებაზე. ჩვენი კომპეტენტური ექსპერტების და ჩვენი სპეციალისტების 24 საათიანი მუშაობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს შვილს ხვალინდელ დღეზე ზრუნვაში.