წესები და პირობები
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე სარგებლობის პირობები („პირობები“), რამდენადაც ეს არის კანონით სავალდებულო შეთანხმება საიტის მოსარგებლეებს („მომხმარებლები“, თქვენი, როგორც „მომხმარებლის“ ჩათვლით) და Nutricia Exports B.V. (“ნუტრიცია”)-ს შორის, რაც გულისხმობს კომპანიათა ჯგუფის თითოეულ წევრს, სადაც „Nutricia Exports B.V.“ არის სათავო კომპანია, დაქვემდებარებული ან აფილირებული კომპანია. ამ პირობებში, „ჩვენ“, „ჩვენს“ და „ჩვენი“ უნდა ნიშნავდეს „ნუტრიციას“. თუ თქვენ განაგრძობთ ამ ვებსაიტით („საიტი“) სარგებლობას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ყველა პირობაზე, ჩვენი მოსალოდნელი ქცევის წესების, კონფიდენციალურობის პოლიტიკის ჩათვლით (როგორც ქვემოთაა წარმოდგენილი), რაც წინამდებარე წესების ნაწილს წარმოადგენს. თუ თქვენ არ ხართ თანახმა, რომ წინამდებარე წესები თქვენთვის სავალდებულო იყოს, თქვენ არ უნდა შემოხვიდეთ და არ უნდა გაეცნოთ საიტს.
- საიტი შექმნილია „ნუტრიციას“ მიერ, თქვენი ინფორმირების და თქვენთან კომუნიკაციისთვის. გთხოვთ თავისუფლად დაათვალიეროთ საიტი.
- საიტი და მისი კონტენტი შექმნილია და გათვალისწინებულია მხოლოდ საქართველოს რეზიდენტების სარგებლობისთვის. „ნუტრიცია“ არ იძლევა გარანტიას, რომ რაიმე ინფორმაცია ამ საიტზე, რელევანტური ან სათანადო იქნება სხვა ადგილმდებარეობისთვის.
- საიტი გთავაზობთ შესაძლებლობას გაეცნოთ ინფორმაციას „ნუტრიციას“ პროდუქტების ასორტიმენტის და მომსახურების შესახებ, ასევე ზოგად ინფორმაციას. თქვენი არჩევნით, გაეცნოთ ამ ინფორმაციას, თქვენ ეთანხმებით, რომ „ნუტრიცია“ გაწვდით ამ ინფორმაციას ცნობისთვის, თქვენი პირადი ინიციატივის და მოთხოვნის შესაბამისად.
- საიტის გამოყენება ხდება თქვენი რისკით. „ნუტრიცია“ ან/და მისი აფილირებული კომპანიები არ იძლევიან არავითარ გარანტიებს საიტზე არსებული ინფორმაციის და მასალების შესატყვისობის, სიზუსტის, საიმედოობის, სისრულის თაობაზე, ნებისმიერი მიზნისთვის და მას არ ეკისრება რაიმე ვალდებულებები კონტენტში ან ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ხელმისაწვდომ სხვა ინფორმაციაში არსებული შეცდომების, გამოტოვებული ინფორმაციის გამო. არც „ნუტრიცია“ და არც რომელიმე სხვა მხარე, რომელიც მონაწილეობს საიტის შექმნასა და წარმოდგენაში, არ აგებენ პასუხს რაიმე პირდაპირი, თანმხვედრი, შედეგობრივი, არაპირდაპირი თუ დამსჯელი ზიანის ან ზარალისთვის, კონტრაქტის მოქმედების, დაუდევრობის თუ სხვა გადაცდომის გამო, რომელიც გამომდინარეობს თქვენ მიერ საიტზე შესვლის ან მისი კონტენტის გამოყენების შედეგად, ნებისმიერი მესამე მხარის ვებსაიტების (როგორც ქვემოთაა განსაზღვრული) და ბმულების ჩათვლით. ეს მოიცავს ზიანს ან ვირუსებს, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს თქვენს კომპიუტერულ ან/და ელექტრულ მოწყობილობებზე. თქვენ თანხმობას აცხადებთ დაიცვათ „ნუტრიცია“ და არ დაუშვათ მისი დაზარალება რაიმე სახის სარჩელისგან, მათ შორის, თუმცა არამარტო, სახელის გატეხვის, პრივატულობის და ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის გამო. ზემოთ აღნიშნულის შეზღუდვის გარეშე, ამ საიტზე ყველაფერი თქვენთვის წარმოდგენილია „როგორც არის“ და ყოველგვარი გარანტიების გარეშე, ან გამოთქმულია ან ნაგულისხმევია, შესაბამისი კანონით ნებადართული მაქსიმალური ზომით, კონკრეტული მიზნისთვის შესაბამისობის ან ვარგისიანობის ან კანონთან შესაბამისობის გარანტიების ჩათვლით.
- საიტის კონტენტზე საავტორო უფლება ეკუთვნის „ნუტრიციას“ ან/და მის ლიცენზიარებს. მომხმარებლებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ მასალები მათი პირადი, არაკომერციული სარგებლობისთვის, იმ პირობით, რომ ყველა მითითებები საავტორო უფლებების და სამეწარმეო ნიშნები უცვლელად დარჩება. ამ საიტის ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გავრცელება, გადაპოსტვა, გამოქვეყნება, ადაპტირება ან შეცვლა, ნებისმიერი საჯარო თუ კომერციული მიზნებისთვის, აკრძალულია „ნუტრიციას“ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. როდესაც თქვენ გადასცემთ ან აქვეყნებთ რაიმე მასალას ამ საიტზე, თქვენ გვაძლევთ არაექსკლუზიურ, მთელი მსოფლიოს მასშტაბის, მუდმივ, სრულად ლიცენზირებლად, უფასო ლიცენზიას, თქვენი საავტორო უფლების და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ფარგლებში, ასეთი მასალის გამოყენების, გამრავლების, ცვლილების, ადაპტაციის, გამოქვეყნების, თარგმნის, წარმოებული ნაშრომების შექმნისთვის ან მთელ მსოფლიოში ასეთი მასალის გამოქვეყნების ან გავრცელებისთვის, საიტის მეშვეობით, ან ნებისმიერი გზით, თქვენ მიმართ ანგარიშგების ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. თქვენ აცნობიერებთ, რომ თქვენ პასუხს აგებთ საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალისთვის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ (და არა ჩვენ) გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა წარმოდგენილ მასალაზე, მისი კანონიერების, საიმედოობის, სათანადოობის ჩათვლით და ასევე იმის უზრუნველყოფის ჩათვლით, რომ არ დაირღვეს სხვა პირის ინტელექტუალური უფლებები და არ იქნას გამოყენებული ნდობის დარღვევით.
- საიტზე გამოქვეყნებული სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, სიმბოლოები და მომსახურების ნიშნები (ერთობლივად, სავაჭრო ნიშნები), როგორც დარეგისტრირებული,დაურეგისტრირებული თუ სხვა, ეკუთვნის ექსკლუზიურად „ნუტრიციას“ ან/და მის ლიცენზიარებს. ამ საიტზე არსებული არაფერი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც სავაჭრო ნიშნებზე რაიმე ლიცენზიის ან უფლების შედეგობრივად, დათმობის წესით თუ სხვაგვარად გადაცემა, „ნუტრიციას“ პირდაპირი წერილობითი ნებართვის გარეშე. თქვენ მიერ საიტის სავაჭრო ნიშნების და კონტენტის გამოყენება, იმის გარდა, რაც წინამდებარე პირობებითაა გათვალისწინებული, მკაცრად არის აკრძალული. გაცნობებთ, რომ „ნუტრიცია“ აგრესიულად დაიცავს მის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას სავჭრო ნიშნებზე, საიტზე და მის კონტენტზე, კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ზომით, სისხლის სამართლის სანქციების ჩათვლით.
- სხვადასხვა ინფორმაცია, რჩევები, რეკომენდაციები, წერილები, შეტყობინებები, კომენტარები, ტექსტი, გრაფიკა, პროგრამული უზრუნველყოფა, მუსიკა, ხმა, ფოტოები, ვიდეოები, მონაცემები, ნიმუშები და სხვა მასალები (ერთობლივად „კონტენტი“) ხელმისაწვდომია ამ საიტზე და მისი მეშვეობით. კონტენტის გარკვეული ნაწილი უზრუნველყოფილია „ნუტრიციას“ მიერ, ხოლო დანარჩენი კონტენტი მოწოდებულია მომხმარებლების მიერ, მაგალითად, მომხმარებლების მისაზრებები და შეხედულებები, რომლებიც წარმოდგენილია კითხვა-პასუხის პოსტებზე. „ნუტრიცია“ ცდილობს, რომ კონტენტი, რომელსაც განვათავსებთ და რომელიც ხელმისაწვდომია საიტზე, იყოს ზუსტი, სრული და ახალი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გარანტირება და არ ვაგებთ პასუხს კონტენტის სიზუსტეზე, სისწორეზე, ხარისხზე, სისრულეზე, სიახლეზე ან იმაზე, რომ ის არ გამოიწვევს თქვენს წინააღმდეგობას, იქნება ეს ჩვენ მიერ მოწოდებული თუ სხვა მომხმარებლების მიერ წარმოდგენილი კონტენტი.
- საიტზე არსებული ადამიანების თუ ადგილების სურათები საიტზე არის ან „ნუტრიციას“ საკუთრება, ან/და ნებადართულია მისი ლიცენზიარების მიერ. ამ სურათების გამოყენება თქვენ მიერ აკრძალულია, თუ ეს სპეციალურად არ არის ნებადართული წინამდებარე პირობებით ან სპეციალური ნებართვით, საიტის რაიმე სხვა ადგილას. სურათების უნებართვოდ გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს საავტორო უფლებები, სავაჭრო ნიშანზე უფლებები ან/და კანონები საჯაროობის შესახებ, ასევე კომუნიკაციის რეგულაციები და აქტები.
- ამ საიტზე წარმოდგენილი ან ჩვენი პერსონალის მიერ მოწოდებული კონტენტი მოცემულია იმ დაშვებით, რომ არც „ნუტრიცია“ და არც მისი მომხმარებლები არ არიან დაკავებული სამედიცინო, საკონსულტაციო, იურიდიული ან სხვა პროფესიონალური მომსახურებით ან კონსულტაციებით. ამ საიტის ან პერსონალის მიერ მოწოდებული კონტენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ არის გათვალისწინებული, როგორც სამედიცინო ან ჯანდაცვის სფეროს რჩევები და ასევე ის არ არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ შეცვალოს პროფესიონალური რჩევები, კონკრეტულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ან იმ შეკითხვების საპასუხოდ, რომლებიც თქვენ შეიძლება გქონდეთ სამედიცინო მდგომარეობასთან ან იურიდიულ პრობლემებთან დაკავშირებით. ახალი მკურნალობის დაწყებამდე, ნებისმიერ სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველთვის მიიღეთ რჩევა თქვენი მკურნალი ექიმის, პედიატრის თუ სხვა კვალიფიციური ჯანდაცვის სპეციალისტისგან.
- „ნუტრიციასთვის“ საიტის მეშვეობით ნებაყოფლობით გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენ მიერ შეკითხვაზე გაცემული პასუხი, შეიძლება გამოყენებულ იქნას „ნუტრიციას“ მიერ, „ნუტრიციას“ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად (ხელმისაწვდომია: (კონფიდენციალურობის პოლიტიკა). ის შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნას შიდა მიზნებისთვის, ჩვენი საიტის ფუნქციონირების და ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების შესაფასებლად. ასეთი ინფორმაციის გადმოცემით, თქვენ პირდაპირ ეთანხმებით „ნუტრიციას“ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას იმგვარად, როგორც გათვალისწინებულია „ნუტრიციას“ კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
- „ნუტრიცია“ გირჩევთ, რომ არასოდეს არ გადასცეთ რაიმე პერსონალური ინფორმაცია თქვენ შესახებ ვინმე სხვას (მაგალითად: ტელეფონის ნომერი, საფოსტო მისამართი, სახლის მისამართი ან ელ-ფოსტის მისამართი, ან ნებისმიერი სხვა დეტალები, რომლების მეშვეობითაც შესაძლებელია თქვენი ვინაობის იდენტიფიკაცია), „ნუტრიციას“ ნებისმიერ გაერთიანებაში. „ნუტრიცია" პასუხს არ აგებს რაიმე შემდგომ მოქმედებებსა თუ მოვლენებზე, თქვენ მიერ ასეთი პირადი ინფორმაციის ნებაყოფლობით გამჟღავნების შედეგად. მართალია „ნუტრიცია“ იღებს ყველა სათანადო და გონივრულ ზომებს, თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად, „ნუტრიციას“ არ შეუძლია იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა ინტერნეტით 100% უსაფრთხო იყოს და „ნუტრიცია“ იტოვებს უფლებას, არ სცნოს თავი პასუხისმგებლად რაიმე ზარალისთვის, რომელიც გამოწვეული იქნება უბედური შემთხვევის ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო თქვენი პერსონალური ინფორმაციის მოპარვით, გატეხვით, დაკარგვით ან დაზიანებით.
- საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა, მესამე მხარის ვებზაიტებზე („მესამე მხარის ვებსაიტები“). „ნუტრიცია“ პასუხს არ აგებს რომელიმე მესამე მხარის ვებსაიტის კონტენტზე ან საიმედოობაზე ან სხვა, მესამე მხარის ვებსაიტების მიმდინარე დათვალიერებაზე. ასეთი მესამე მხარის ვებსაიტებთან ლინკების ჩართვა არ გულისხმობს „ნუტრიციას“ მიერ მათ მოწონებას. თქვენი გადასვლა ნებისმიერი მესამე მხარის ვებსაიტებზე ხდება თქვენი საკუთარი რისკით. „ნუტრიცია“ მოგიწოდებთ, როდესაც დატოვებთ ჩვენს საიტს, წაიკითხოთ ასეთი მესამე მხარეების ვებსაიტების პირობები. წინამდებარე პირობები შეეხება მხოლოდ ინფორმაციას, რომელიც თავმოყრილია „ნუტრიციას“ მიერ ჩვენს საიტზე. ამ საიტზე ჰიპერ ლინკის შექმნა, რაიმე წესით, დაუშვებელია, „ნუტრიციას“ წერილობითი ნებართვის გარეშე.
- „ნუტრიცია“ არ აცხადებს და გარანტიას არ იძლევა, რომ ეს საიტი ან ნებისმიერი მესამე მხარის ვებსაიტები, რომლებთანაც ჩვენია დაკავშირებული, ხელმისაწვდომია დროულად ან რომ წვდომა აღნიშნულთან იქნება შეუფერხებელი ან რომ ასეთი წვდომისას არ იქნება დაშვებული შეცდომები.
- „ნუტრიცია“ უფლებას იტოვებს შეცვალოს ან წაშალოს მასალები საიტზე, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ტექნიკურ უზუსტობებს ან ტიპოგრაფიულ შეცდომებს. აქ განთავსებულ ინფორმაციაში შეიძლება პერიოდულად შეტანილ იქნას ცვლილებები. „ნუტრიციამ“ შეიძლება გააუმჯობესოს ან/და შეცვალოს აქ აღწერილი პროდუქტები ნებისმიერ დროს და დროდადრო.
- „ნუტრიციას“ შეუძლია ნებისმიერ დროს გადასინჯოს წინამდებარე პირობები, ამ პოსტის განახლების გზით. ასეთი გადასინჯვა სავალდებულოა თქვენთვის და ამდენად, პერიოდულად მოინახულეთ ეს გვერდი მოცემულ მომენტში მოქმედი პირობების გასაცნობად.
- „ნუტრიცია“ ყველა უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი მიზეზების მითითების გარეშე დაბლოკოს ნებისმიერი კონკრეტული პირი ან შეუზღუდოს მას წვდომა ამ საიტზე ან დაბლოკოს წვდომა კონკრეტული ინტერნეტ მისამართიდან ამ საიტზე.
- „ნუტრიცია“ ერთპიროვნულად იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს დახუროს ეს საიტი ან მისი ნებისმიერი ნაწილი, ნებისმიერი მიზეზით, შეტყობინების თუ თანხმობის გარეშე. ჩვენ არ გვეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა ან ვალდებულება ნებისმიერი კონტენტის ან/და საიტზე წარმოდგენილი მომხმარებლების კონტენტის არშენახვის ან წაშლის გამო.
- წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ნებისმიერი დავა ექვემდებარება ექსკლუზიურად საქართველოს იურისდიქციას.
დაგვიკავშირდით
წინამდებარე წესებთან და პირობებთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საკონტაქტო გვერდის ბმულით
საავტორო უფლება
© NUTRICIA-ს საავტორო უფლება. ყველა უფლებები დაცულია.