რა უნდა იცოდეთ საკეისრო კვეთის შესახებ

საკეისრო კვეთა არის მშობიარობის ოპერაციის ტიპი, რომლის დროსაც  განაკვეთი კეთდება მშობიარე ქალის მუცლის ქვედა ნაწილის მთელ სიგრძეზე.  გაიგეთ მეტი მშობიარობის ამ ტიპის შესახებ, რათა იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ.

რატომ უნდა გაიკეთოთ საკეისრო კვეთა?

bremenna jena

ზოგიერთი ქალი თავად ირჩევს საკეისრო კვეთას,  ზოგს ამ პროცედურას ურჩევენ სამედიცინო ჩვენებით,  ზოგს კი  შეიძლება დასჭირდეს დაუგეგმავი საკეისრო კვეთა ვაგინალური მშობიარობის გართულებების გამო.

თუმცა, უმჯობესია, რომ მზად იყოთ მშობიარობის დროს  მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის,  ამიტომ უნდა გაიგოთ, რა ხდება საკეისრო კვეთის დროს და როგორ გაუმკლავდეთ შედეგებს.

რა ხდება საკეისრო კვეთის დროს?

საკეისრო კვეთა არის მშობიარობის  ოპერაციის ტიპი, რომლის დროსაც განაკვეთი  კეთდება მშობიარე ქალის მუცლის ქვედა ნაწილის მთელ სიგრძეზე. საკეისრო კვეთის უმეტესობა კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით,  ეპიდურალური ან სპინალური ანესთეზიის გამოყენებით,  ამიტომ თქვენ  ვერაფერს გრძნობთ  წელსქვემოთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გღვიძავთ, სანამ თქვენი შვილი იბადება, რაც გაძლევთ საშუალებას, დაიწყოთ ურთიერთობა დაბადების პირველივე წუთებიდან

ჩვეულებრივ, თქვენს მკერდთან აფარებენ  გაუმჭვირვალე ბარიერს  ისე, რომ თქვენ ვერ ხედავდეთ ოპერაციას. თუ პარტნიორს სურს, მას შეუძლია დაესწროს ოპერაციას, თუ ეს თქვენთვისაც მისაღებია და იმ საავადმყოფოს პოლიტიკის ნაწილიცაა, რომელიც თქვენ აირჩიეთ მშობიარობისთვის.

თავიდან  ექიმი აკეთებს განაკვეთს  ბიკინის  ხაზის ზედა  ნაწილის  გასწვრივ,  როცა განაკვეთი  საშვილოსნოზეც  გაივლის,  ექიმი შეძლებს  ბავშვის ამოყვანას.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ბავშვის დაბადებას დაახლოებით 5 წუთი სჭირდება, მთელი პროცედურა, ჩვეულებრივ, 45-დან 60 წუთამდე  გრძელდება.

რა იქნება შემდეგ?

თქვენს პარტნიორს შეუძლია თქვენი შვილის ხელში აყვანა, სანამ თქვენს ჭრილობას კერავენ. ამას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება, რის შემდეგაც თქვენ შეძლებთ  კანით-კანთან კონტაქტს თქვენს პატარასთან და  ძუძუთი კვების დაწყებას. ახალშობილთან ეს მჭიდრო კონტაქტი გულისხმობს  შიშველ მკერდზე ბავშვის დაწვენას,  თქვენს შორის კავშირის ჩამოსაყალიბებლად.  შეიძლება თქვენთვის უფრო კომფორტული იყოს ძუძუთი კვება  გვერდზე წოლისას, მაგრამ თუ ეს თქვენთვის მოუხერხებელია,  დახმარებისთვის მიმართეთ სპეციალისტს.

აღდგენა საკეისრო კვეთის  შემდეგ უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე ვაგინალური მშობიარობის შემდეგ და დაახლოებით 6 კვირა სჭირდება. ქალების უმეტესობა საავადმყოფოში რჩება 2-დან 4 დღემდე და თუ ყველაფერი კარგადაა, თქვენ უნდა  შეძლოთ სახლში წასვლა თქვენს შვილთან ერთად.

რა არის შემდეგ?

შეატყობინეთ თქვენს პარტნიორს, რას უნდა ელოდოთ საკეისრო კვეთის საჭიროების შემთხვევაში და როგორ შეუძლია თქვენი დახმარება აღდგენის პერიოდში.

contact aptaclub careline bulgaria

თქვენი შვილის ჯანმრთელი მომავალი ყალიბდება ახლა

 Nutricia Club-ში  ჩვენ გვჯერა, რომ გამოცდილება ხელს უწყობს ადაპტაციის განვითარებას და ყოველმა  შეჯახებამ ახალ გარემოებებთან - ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ - შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ბავშვის მომავალ განვითარებაზე. ჩვენი კომპეტენტური ექსპერტების  და ჩვენი სპეციალისტების 24 საათიანი მუშაობის  წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს შვილს ხვალინდელ დღეზე ზრუნვაში. 

დაკავშირებული სტატიები:

დაგვიკავშირდით

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და დასვათ შეკითხვები ჩვენს სოციალურ მედიაში.

Facebook

ელფოსტა

x