აღდგენა საკეისრო კვეთის შემდეგ

საკეისრო კვეთას  დაახლოებით ერთი საათი სჭირდება მხოლოდ, მაგრამ აღდგენის პერიოდი ჩვეულებრივ უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ვაგინალური მშობიარობის შემთხვევაში. გაიგეთ მეტი საკეისრო კვეთის შემდეგ აღდგენის შესახებ.

დროა გაიცნოთ თქვენი შვილი

bebe spi varhu maika

გილოცავთ! თქვენი შვილი აქაა, საკეისრო კვეთის გზით დაბადებული.  ახლა დროა, თქვენს აღდგენაზე კონცენტრირდეთ. ჩვეულებრივ ამას დაახლოებით 6 კვირა დასჭირდება და მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ კარგად ხართ მომზადებული.

რა მოხდება თქვენი ბავშვის დაბადების შემდეგ?

ბავშვის დაბადების შემდეგ თქვენი პლაცენტა სცილდება და ქირურგი კერავს საშვილოსნოს და მუცელს. საკეისრო კვეთის მთელი პროცედურა 40-50 წუთს გრძელდება. მას შემდეგ, რაც თქვენს შვილს სამედიცინო ჯგუფი გასინჯავს, მოგეცემათ კანით-კანთან კონტაქტის საშუალება, რაც განაპირობებს თქვენს შორის კავშირის ჩამოყალიბებას.

შემდეგ თქვენ გადაგიყვანენ პოსტოპერაციულ პალატაში, რათა ანესთეზიის მოქმედების დრო გავიდეს. ასევე შემოწმდება თქვენი პულსი და არტერიული წნევა. თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ, თავიდან შეიძლება დაგჭირდეთ დახმარება ბავშვის სწორ პოზიციაში  დაკავებაში.

აღდგენა საკეისრო კვეთის შემდეგ

უმეტეს შემთხვევაში, ადგომას და გადაადგილებას ოპერაციის დასრულებიდან  24 საათის შემდეგ შეძლებთ, ხოლო საავადმყოფოდან  5 დღეში გაგწერენ. თუმცა, საკეისრო კვეთის შემდეგ  სრულად აღდგენას  დაახლოებით 6 კვირა უნდა, ამიტომ დამატებითი დახმარება დაგჭირდებათ სახლში, რათა საკმარისი დრო გქონდეთ დასვენებისა  და ბავშვზე კონცენტრირებისთვის.

მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში არაფერი აწიოთ თქვენს ბავშვზე მძიმე, რათა ჭრილობა შეხორცდეს. მოერიდეთ ინტენსიურ ვარჯიშს და სქესობრივ ურთიერთობას, სანამ ამის უფლებას თქვენი მკურნალი ექიმი არ მოგცემთ-ჩვეულებრივ ეს ხდება 6 კვირის შემდგომ  შემოწმების დროს.  თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი ან ჭრილობიდან სითხე ჟონავს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

ვარიანტები მეორე მშობიარობისთვის

 პირველი მშობიარობის დროს საკეისრო კვეთა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგი ბავშვის დაბადება იგივე მეთოდით მოხდება.  ქალების დაახლოებით 70%-ში,  ვინც ცდილობს  საკეისრო კვეთის შემდეგ ბუნებრივი გზით მშობიარობას, ეს ხდება წარმატებით.

დამატებითი რჩევები

  • მოიმარაგეთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები
  • მოამზადეთ და გაყინეთ საკვები  რამდენიმე დღისთვის
  • ჩაიცვით  ფართო და კომფორტული ტანსაცმელი
  • დაისვენეთ საკმარისად და ფრთხილად იყავით, რომ არ დაძაბოთ ჭრილობის ადგილი
contact aptaclub careline bulgaria

თქვენი შვილის ჯანმრთელი მომავალი იწყება აქ

 Nutricia Club-ში  ჩვენ გვჯერა, რომ გამოცდილება ხელს უწყობს ადაპტაციის განვითარებას და ყოველმა  შეჯახებამ ახალ გარემოებებთან - ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ - შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ბავშვის მომავალ განვითარებაზე. ჩვენი კომპეტენტური ექსპერტების  და ჩვენი სპეციალისტების 24 საათიანი მუშაობის  წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს შვილს ხვალინდელ დღეზე ზრუნვაში. 

მსგავსი სტატიები:

დაგვიკავშირდით

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და დასვათ შეკითხვები ჩვენს სოციალურ მედიაში.

Facebook

ელფოსტა

x