ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია საუკეთესო შედეგებისთვის
1. ფოტო საფენით — ჩვენს ინსტრუმენტს შეუძლია საუკეთესოდ ამოიცნოს, გააანალიზოს და დააბრუნოს შედეგები, თუ განავალი საფენშია. თუ არ გაქვთ შესაბამისი ფოტო, გთავაზობთ, განავლის შემოწმებისთვის გამოიყენოთ პარამეტრების ხელით შეყვანის პროგრამა.
2. ფერი და სიკაშკაშე - ყველა ფოტო არ ასახავს თქვენი ბავშვის განავლის რეალურ ფერს და სტრუქტურას. თუ ანალიზი არ არის 100%-ით ზუსტი, პარამეტრები შეიყვანეთ ხელით.
3. იყავით ინფორმირებული – თქვენი ბავშვის ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავისა და იმუნიტეტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გამოიწეროთ აქ.
ფოტოს ატვირთვა ვერ მოხერხდა? მაშინ გამოიყენეთ განავლის შემოწმების ხელით შეყვანის ინსტრუმენტი.
ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია მხოლოდ საცნობარო მიზნებისთვის და არ ცვლის ექიმის აზრს, დიაგნოზს ან მკურნალობას. ყოველთვის იკითხეთ თქვენი პედიატრის ან სხვა კვალიფიციური ექიმის პროფესიონალური დასკვნა.
ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვების დედების 90% -ზე მეტი მივიდა დასკვნამდე, რომ განავლის სტრუქტურის ავტომატური შეფასება შეიძლება იყოს სასარგებლო
ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით, ხელოვნური ინტელექტი საშუალებას გვაძლევს, რომ შევაფასოთ ბავშვის განავლის მდგომარეობა. ამ ინსტრუმენტით სარგებლობა მარტივია და მას შეუძლია ობიექტურად შეაფასოს ბავშვის განავლის სტრუქტურა პროგრამის გამოყენების მომენტში. ხელოვნური ინტელექტის ამ ინსტრუმენტის გამოყენება ასევე დაგეხმარებათ, დაძლიოთ სხვა მეთოდების შეზღუდვა, რომლებიც დამოკიდებულია მომვლელი პირის ანგარიშზე.
- Ludwig, T.; Oukid, I.; Wong, J.; Ting, S.; Huysentruyt, K.; Roy, P.; Foussat, Agathe C.; Vandenplas, Y., Machine Learning Supports Automated Digital image0 Scoring of Stool Consistency in Diapers, Journal of Pediatric Gastroenterology and Nutrition: December 01, 2020
შემოუერთდით Nutriciaclub-ს
ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი დახმარება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, როდესაც თქვენ ცდილობთ, რომ პატარას მისცეთ მხოლოდ საუკეთესო. გავაერთიანოთ ძალისხმევა თქვენი შვილის წარმატებული განვითარებისთვის!
- ელ.ფოსტის შეტყობინებები თქვენი ორსულობის/ჩვილის/ბავშვის განვითარების მიმდინარეობის მახასიათებლებით.
- ინფორმაცია ჯანსაღი საჭმლის მონელების, იმუნიტეტისა და კვების შესახებ