Nutrilon® Premium PRE

missOrigin

მნიშვნელოვანი შენიშვნა: ძუძუთი კვება ჩვილების კვების საუკეთესო ფორმაა და მრავალი სარგებელი მოაქვს ბავშვებისა და დედებისთვის. ძუძუთი კვებისთვის მომზადებისას და მის დროს მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტის დაცვა. სიცოცხლის პირველ კვირებში ძუძუთი და ბოთლით კვების კომბინაციამ შეიძლება შეამციროს დედის რძის რაოდენობა, და ძუძუთი კვებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების შეცვლა რთულია. გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების არარსებობის სოციალური და ფინანსური შედეგები. ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული საკვების მომზადებისა და კვების ყველა ინსტრუქცია, რადგან არასწორმა მომზადებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას. ჩვილის კვებასთან დაკავშირებით რჩევისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

დიეტური (სამკურნალო) ნარევი დღენაკლული და მცირეწონიანი  ბავშვებისთვის,  დაბადებიდან. სპეციალური კვება მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივით; ცილა/ენერგიის მაღალი შეფარდებით; შეუცვლელი ნუტრიენტებით.  შექმნილია  დღენაკლული  ბავშვების კვებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

შემუშავებულია: Nutricia Export B.V., Lange Kleiweg 6, 4th Floor ‘The Lobby’, 2288 GK Rijswijk, ნიდერლანდები.

მწარმოებელი;  NUTRICIA CUIJK B.V. Schuttersweg 12, 5443PR Haps, ნიდერლანდები.

იმპორტიორი: საქართველოში: შპს “ჯისი“, ქ. თბილისი 0119, აკ. წერეთლის გამზ.  N113 დ.  ტ. +995 322 35 52 67.

დისტრიბუტორი: შპს „მზიური“,თბილისი 0119, აკ. წერეთლის გამზ. N 113 დ.  ტ. +995 322 00 11 55.

ინგრედიენტები: გაუცხიმოვებული რძე (21,89%), ლაქტოზა რძისგან (16,35%), გლუკოზის სიროფი, მცენარეული ცხიმების ნარევი (მაღალოლეინური მზესუმზირის, რაფსის, მზესუმზირის, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები (ქოქოსის და/ან პალმის ზეთისგან), საღამოს ფურისულას), რძის შრატის ცილები (10,28 %),  გალაქტოოლიგოსაქარიდები რძისგან (8,25%), გაუწყლოებული რძის ცხიმი (7,60%), კვერცხის გულის ლიპიდები,  მალტოდექსტრინი, მინერალური ნივთიერებები, ფრუქტოოლიგოსაქარიდები, თევზის ქონი, მორტიერელა ალპინას ზეთი, ვიტამინები, ინოზიტი, ქოლინის ქლორიდი, ემულგატორი სოიოს ლეციტინი, ტაურინი, ნუკლეოტიდები, L-კარნიტინი, მიკროელემენტები. 

კვებითი ღირებულება საზომი ერთეული100 გ ფხვნილზე100 მლ ნარევზე 1
ენერგეტიკული ღირებულებაკჯ/კკალ1962 / 468330 / 79
ცხიმები მ.შ.233.9
ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები91.5
მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები101.7
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები3.80.6
-ლინოლის მჟავა(LA)მგ2800479
-a-ლინოლენის მჟავა (ALA)მგ42072
-არაქიდონის მჟავა (AA)მგ12020
-დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA)მგ12020
საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები20.3
ნახშირწყლები მ.შ.508,4
შაქრები345,8
ლაქტოზა305,1
პოლისაქარიდები152,5
საკვები ბოჭკოები (GOS/FOS)4,80,80
ცილები162,7
შრატის ცილა9,51,6
კაზეინი6.31.1
მარილი (ბუნებრივი შემცველობით)1,03 
ვიტამინები   
А (რეტინოლი) მკგ RE2172 366 
 Dმკგ183.1
 Е (ტოკოფეროლი)მგ-αТЕ284.6
 Кმკგ406.7
 С (ასკორბინის მჟავა)მგ10918
 В1 (თიამინი)მკგ850140
 B2 (რიბოფლავინი)მკგ1200200
 B3 (ნიაცინი)მგ142.4
 B6 (პირიდოქსინი)მკგ700120
 B9 (ფოლიუმის მჟავა)მკგ20835
 B12 (ციანკობალამინი)მკგ1.20.2
 ბიოტინიმკგ213.6
 B5 (პანტოტეინის მჟავა)მკგ5000840
მინერალური ნივთიერებები   
 ნატრიუმი (Na)მგ41370
 კალიუმი (K)მგ48181
 ქლორიდებიმგ52288
 კალციუმი (Ca)მგ616104
ფოსფორი (P)მგ37162
მაგნიუმი (Mg)მგ477.9
რკინა (Fe)მგ9.51.6
თუთია (Zn)მგ6.61.1
სპილენძი (Cu)მკგ47580
მანგანუმი (Mn)მკგ366
სელენი (Se)მკგ274.5
იოდი (I) მკგ16227
სხვა   
L-კარნიტინიმგ122.1
ქოლინიმგ15226
ინოზიტიმგ14324
ტაურინიმგ335.5
ნუკლეოტიდებიმგ203.4

1 100 მლ  ნარევი = 90 მლ წყალი (40⁰C)  + 3 საზომი კოვზი მშრალი ნარევი (16,8 გ)

მაჩვენებლები შეიძლება მერყეობდეს ზღვრული ნორმის ფარგლებში.

მომზადების წესი:

  1. დაიბანეთ ხელები. მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად გაასტერილეთ ბოთლი და საწოვარა. 
  2. აადუღეთ სუფთა სასმელი წყალი, გააგრილეთ 40⁰C-მდე. კვების ცხრილის შესაბამისი ზუსტი რაოდენობის წყალი ჩაასხით გასტერილებულ ბოთლში.
  3. გამოიყენეთ  მხოლოდ თანდართული საზომი კოვზი, დაამუშავეთ ადუღებული წყლით და გააშრეთ. ზედმეტი ფხვნილი გადაასწორეთ დანის უკანა პირით.
  4. ინსტრუქციის შესაბამისი ზუსტი რაოდენობის ფხვნილი ჩაამატეთ წყალში, მეტი ან ნაკლები რაოდენობის დამატებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.
  5. დაახურეთ ბოთლს და კარგად შეანჯღრიეთ ნარევის სრულ გახსნამდე. ბოთლს გაუკეთეთ სტერილური საწოვარა.
  6. გააგრილეთ ბოთლი. მაჯის შიდა ზედაპირზე დაწვეთებით შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა (37⁰C). დაიწყეთ კვება საკვების მომზადებისთანავე და ყოველთვის ერთი საათის განმავლობაში.
  7. კვების დსრულებისთანავე გარეცხეთ ბოთლი და საწოვარა.  არასდროს  გამოიყენოთ  მზა ნარევის ნარჩენები  შემდგომი კვებისთვის.

საკვების მოცულობას და  კვების  სიხშირეს განსაზღვრავს ექიმი!

მნიშვნელოვანი შენიშვნა: ჩვილი ბავშვისთვის ოპტიმალურია ძუძუთი კვება. ნარევის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. არ შეიძლება დაენიშნოს ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ალერგია ნარევის შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ კომპონენტზე. ბავშვის ჯანმრთელობისთვის ზიანის ასაცილებლად, ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული მომზადების წესი. საკვების არასწორად მომზადებამ  და გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.  მზა საკვებს არასდროს  დაამატოთ  ზედმეტი  ფხვნილი ან სხვა რამ. მარტო არასდროს დატოვოთ ბავშვი კვებისას. მოამზადეთ საკვები უშუალოდ გამოყენების წინ! ცხელი კოშტების თავიდან ასაცილებლად არ გაათბოთ ნარევი მიკროტალღურ ღუმელში.

შენახვის პირობები:   გაუხსნელი პროდუქტი შეინახეთ მშრალ,  გრილ ადგილას (5-25°C), მაგრამ არა მაცივარში.  გახსნის შემდგომ, მჭიდროდ დახურული პროდუქტი  შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას, მაგრამ არა მაცივარში. გახსნილი ქილის  შიგთავსი გამოიყენეთ  გახსნიდან სამი კვირის განმავლობაში.

დაგვიკავშირდით

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და დასვათ შეკითხვები ჩვენს სოციალურ მედიაში.

Facebook

ელფოსტა

x