მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ – პროდუქტის გაწვევა საქართველოდან
თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენ გვესმის, რომ ბოლო დროს საბავშვო რძის ნარევების გაწვევა შეიძლება შემაშფოთებელი და დამაბნეველი იყოს.
ქარხნიდან გასვლამდე, ყველა საბავშვო რძის ნარევი გადის უსაფრთხოების ძალიან მკაცრ კონტროლს, რაც შეესაბამება Danone-ის უსაფრთხოებისა და ხარისხის მაღალ სტანდარტებს. ჩვენ მიერ ჩატარებულმა შემოწმებებმა დაადასტურა, რომ ჩვენი პროდუქტები უსაფრთხოა.
სიფრთხილის ზომების ფარგლებში, ევროკავშირის მარეგულირებელ ორგანოებს შეაქვთ ცვლილებები თავიანთ რეკომენდაციებში. ამ ცვლილებების გათვალისწინებით, ჩვენ პრევენციულად უკან ვიწვევთ NUTRILON-ის და მალიუტკას კონკრეტულ პარტიებს, რადგან დავნერგეთ შემადგენლობის დამატებითი კონტროლის ზომები.
გაწვევას დაქვემდებარებული პროდუქტების სია
| პროდუქტი | პარტიის ნომერი | |
|---|---|---|
![]() | NUTRILON AR 400G | 20261201 |
![]() | NUTRILON PREMIUM 1 400G | 20260808 20261119 |
![]() | NUTRILON PREMIUM 2 400G | 20260812 20261014 20261125 20261222 20270212 |
![]() | NUTRILON PREMIUM 1 600G | 20260807 20260912 20261112 20261210 |
![]() | NUTRILON PREMIUM 2 600G | 20260808 20261009 20261210 20261230 |
![]() | MALYUTKA 1 GOLD 600G | 20260808 20261210 20261230 |
![]() | MALYUTKA 1 GOLD 300G | 20261203 20270107 |
თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული პროდუქტი, გთხოვთ, მიმართოთ გაყიდვის პუნქტს (მაღაზიას ან აფთიაქს, სადაც ის შეიძინეთ). იქ დაგეხმარებიან შემდგომ ნაბიჯებში, პროდუქციის დაბრუნების ან თანხის კომპენსაციის პროცედურის შესაბამისად. გთხოვთ, თან იქონიოთ პროდუქტი და, თუ შესაძლებელია, შეძენის დამადასტურებელი ქვითარი.
ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოთ დარწმუნებულები საბავშვო რძის ნარევის უსაფრთხოებაში, რომელსაც აძლევთ თქვენს პატარას. სწორედ ამიტომ, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ თაროზე დარჩენილი პროდუქტები გაწვევას არ ექვემდებარება.
ჩვენი ცხელი ხაზი +995577 55 25 12 მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში.






